“ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას” – მიხეილ ცაგარელის რჩევები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 9 იანვრის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:17-დან 12:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი მთვარის დაბნელების წინ, არ ღირს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას, რადგან საპასუხოდ მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას მიიღებთ და კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება სხდომები, შეხვედრები და სასამართლო პროცესები. პოზიტიური დღეა ცოდნის შესაძენად, კონტაქტების გასაფართოვებლად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ძველი ტრადიციების აღსადგენად, ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და უძრავი ქონების გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, ცისფერი, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, აგატი, ამეთვისტო და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის. პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და ტყუპებს”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები