“ფენშუის” სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია საზოგადოებას სხვადასხვა რჩევებს აძლევს, ერთ–ერთი ეხება პარფიუმერიის მაგიდის განთავსებას საძინებელ ოთახში. მისი თქმით, აღნიშნული ნივთი საწოლის მოპირდაპირედ არ უნდა დაიდგას, რადგან ეს ქმედება წარუმატებლობის მომტანია:
“ნუ დადგამთ პარფიუმერიის მაგიდას საწოლის პირდაპირ.
არასოდეს დადგათ პარფიუმერიის მაგიდა საწოლის პირდაპირ. სარკე ამ ადგილას იწვევს და აძლიერებს წარუმატებლობას, უთანხმოებას, ურთიერთობებში პრობლემებს. თუ შეუძლებელია პარფიუმერიის მაგიდის გადაადგილება შეინახეთ ყველა პატარა სარკე, კოსმეტიკა და სავარცხელი შიგნით, ყუთში და სარკეს ჩამოაფარეთ ქსოვილი, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემების დროებითი გადაწყვეტაა, რადგან საძინებელში სარკე არ შეიძლება“, – წერს ეკა კვარაცხელია.