1. დაანებეთ თავი სიგარეტს, სასმელს, ნუ შეჭამთ ხშირად ხორცს. არ იკვებოთ ფასტფუდებში. საერთოდ, ნურსად ნურაფერს ნუ შეჭამთ, გარდა თქვენითვე მომზადებული ცოცხალი საკვებისა, შეამცირეთ ნახშირწყლები, გამორიცხეთ შაქარი. ნუ დაღეჭავთ საღეჭ რეზინს. სასურველია გადახვიდეთ კბილის ფხვნილზე, რადგან კბილის პასტაში შემავალი ფთორის შენაერთები მავნედ მოქმედებს გირჩისებულ ჯირკვალზე (მესამე თვალი), ანუ ეპიფიზზე.
2. საჭიროა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდა. სასურველია ჩაატაროთ ანტიჰელმინტური გაწმწნდა. გადაყარეთ ზედმეტი მედიკამენტები. დაიტოვეთ მხოლოდ იოდი, ბრილიანტის მწვანე (ე.წ. ზელიონკა), წყალბადის ზეჟანგი. ნაკლებად იარეთ ექიმებთან. საერთოდ – ნუ გჯერათ დაავადებების. ისინი არ არსებობენ!!!
3. დაიწყეთ თქვენს სხეულთან საუბარი. ჩვენი სხეული არის ხვთაებრივი სათავსო, რომელსაც გააჩნია საკუთარი გონიერება და ხმა, რომელიც ყოველთვის გვეუბნება, თუ რა სურს მას და რა არ სურს. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი პატივისცემა.
4. დაამყარეთ კონტაქტი ორგანიზმის ელემენტებთან. დამეგობრდით მათთან და მიეცით დავალება დასუფთავების, აღდგენისა და გარდაქმნის.
5. ესაუბრეთ წყალს დალევამდე, სთხოვეთ სხეულის განწმენდა და მადლობა გადაუხადეთ ამისათვის.
6. ივარჯიშეთ ყოველდღე, თუნდაც საღამოს, მშვიდი ვარჯიშების ნებისმიერი კომპლექსი, მედიტაცია, იოგა, გამოიყენეთ არომათერაპია და ეთერზეთები.
7. ყოველდღიური 2-3 საათიანი გასეირნება, სასურველია ხალხმრავლობისაგან მოშორებით, ბუნებასთან ურთიერთობა მოგმატებთ სასიცოცხლო ენერგიას. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. ნაკლებად ეწვიეთ ხალხმრავალ, სიგარეტის ბოლით გაკვამლულ ადგილებს, მოერიდეთ არასასურველ საუბრებსა და ურთიერთობებს.
8. გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი. დაიტოვეთ მხოლოდ კომფორტული, პრაქტიკული, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი. შეამცირეთ შავი და მუქი ფერები. გაეცით ზედმეტი და არასასურველი ნივთები. ნაკლებად იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ და როდის რა სამოსში გნახათ.
9. ატარეთ რაც შეიძლება ნაკლები სამკაული. ძეწკვები, ბრასლეტები, ბეჭდები – ეს ყველაფერი ბოჭავს და თრგუნავს ენერგიის თავისუფალ დინებას. იგივე ეხება პარფიუმერიასა და კოსმეტიკას. ყველაფერი არასაჭირო ნივთი – სანაგვე ყუთში.
10. ეცადეთ, რომ იყოს იდეალური წესრიგი ოთახში, სახლში, ეზოში. დაასუფთავეთ ყველა კუთხე-კუნჭული, გადაყარეთ ყველაფერი არასაჭირო. დაემშვიდობეთ დაზიანებულ, გატეხილ, დაწებებულ, უქმედ დადებულ თაროზე ნივთებს. რაც გარეთ არის – იგივეა შინაგანად. შეაკეთეთ, რაც საჭიროებს. შეიყვარეთ ყველაფერი, რაც თქვენს გარემოცვაშია.
11. მიუტევეთ და პატიება სთხოვეთ ყველას. ყველას, ვინც თქვენს გონებაში დაუპატიჟებლად ჩნდება, თავს გახვევთ, იწყებს თქვენთან არასასურველ დიალოგს. ყველაზე საოცარი ტექნიკა – ხოოპონოპონო. გამოცდილია.
12. ძალიან სასარგებლოა ბავშვებთან, ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობა.
13. ნუ ღელავთ. ნუ ჩქარობთ. თქვენ მარადისობაში ხართ. ნუ აიგნორებთ იმას, რაც გეჩვენებათ უმნიშვნელოდ.
14. დაკავდით ხელოვნებით – ხატვა, წერა, ძერწვა, ცეკვა, სიმღერა.
15. გაუღიმეთ ყველას და ყველგან.
სხვა სიახლეები