ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 11 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას შეუქმნის პრობლემებს. მოიმატებს თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნუ განსჯით სხვებს, მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ჟადეიტი, ლაბრადორი და ლალი, ეს ქვები თქვენს ბიოველს დაიცავენ.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის, ტყუპებისთვის და მერწყულისთვის, დაძაბული დღეა ქალწულისა და თევზებისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.