“ნუ აბოლებთ ხალხს, ნუ კლავთ ამ “პროტესტებით!” -იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც კორონავირუსის  არსებობის არ სჯერა და მოუწოდებს მათ, რომ თავი შეიკაონ უსაფუძვლო პროტესტისგან პირბადის ტარებასთან დაკავშირებით.

“ვინც ამბობთ, რომ კორონა არ არსებობს, ბოდიში მოუხადეთ კორონათი დაღუპულთა ოჯახებს! გაკოტრებულ ბიზნესებს! იმათ, ვისი დანაკარგი სამუდამოა და შეურიგებელი!
წაიღეს ტვინი!
მსოფლიო არ გამოდებილდა! იარაღია კორონა თუ რა არის, კორონა კლავს!
და “წინწასულობაზე” თავს ნუ დებთ! მეც ვიყავი ავად და ვიცი, რა არის ეს!!!
ნუ აბოლებთ ხალხს, ნუ კლავთ ამ “პროტესტებით”! მკვლელობაში ეხმარებით გლობალური მკვლელობის პროექტს!
ადამიანებო, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია!
ნუ დადიხართ საზ.თავშეყრის ადგილებში და ნუ ეხვევით ერთმანეთს!
ელემენტარული შეგნების ამბავია!!!!”, -წერს შაფათავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები