“ნუცას გარდაცვალებიდან 10 დღის თავზე ჩამოწელილ სახეზე გუგამ ბოტოქსი გამიკეთა” – მაია ასათიანის მოგონებები
ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა შვილის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი გაიხსენა და შორენა ბეგაშვილის გადაცემაში სტუმრობისას ის რთული დრო გაიხსენა, როდესაც ბრძოლა უწევდა ყოველდღიურობისთვის:
“ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ მე, სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და თმების შესაღებად მეგობარმა და პროდიუსერმა წამიყვანა. მან სალონი დახურა, რათა არამკითხე ადამიანებს არ ვენახე…
ამის შემდეგ, დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა. ახლა ჩემზე იტყვიან – გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და სავსე სახე ნახა, ოღონდ იმავე – გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო”, – აღნიშნა ასათიანმა.