ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ეკლესიაში მღვდლის არსებობის აუცილებლობაზე და ნიხრების დაწესებაზე საუბრობს:
„განა შეიძლება, ფიზიკა გიყვარდეს, მაგრამ ფიზიკის მასწავლებელი არ გჭირდებოდეს? შეიძლება მასწავლებელი ცუდია, მაგრამ საგანს მის გარეშე ვერ შეისწავლი. მღვდლის გარეშე წირვა ვერ ჩატარდება კაცი ვერ მოინათლება, ჯვარი არ დაიწერება და როგორ შეძლებს ადამიანი ღმერთამდე მისვლას, თუ მღვდელი არ გწამს, მართლმადიდებელი კი არა, პროტესტანტი ხარ!”
დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ასევე ისაუბრა ნიხრებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მღვდელი უნდა იყოს, როგორც გლახაკი და დასჯერდეს, რასაც შესწირავენ.
“მღვდელი მსახურებაში ფულს არ უნდა ითხოვდეს. მხოლოდ იმას უნდა სჯერდებოდეს, რასაც შესწირავენ! მღვდელი თავისი არსით უნდა იყოს, როგორც გლახაკი, მათხოვარი! უფალმა მოციქულებს მადლი უსასყიდლოდ მისცა და ამ მადლის გაცემაც უსასყიდლოდ დაავალა. მღვდელს მსახურებისთვის აძლევენ არა ჯამაგირს, არამედ – შესაწირს, მოწყალებას! ნურავინ მივა იმ მღვდელთან, რომელიც მსახურებისთვის ფულს ითხოვს!” -აღნიშნა დეკანოზმა.
წყარო: n28570.bb.ge