პოპულარულ სერიალ ” ჩემი ცოლის დაქალებში” ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი – “აპოგეა” გამოჩნდა, რომელსაც ნუკი კოშკელიშვილი ასრულებს. “აპოგეას” სერიალში გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ასევე კმაყოფილება გამოთქვა ნუკიმაც:
“სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” რაღაც არა ამ ქვეყნიური პოპულარობით სარგებლობს, ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მასშტაბები არ წარმომედგინა. მართლა ბევრ გადაცემაში ვყოფილვარ, ბევრ სერიალში თუ ფილმში, მაგრამ მთელ სამყაროს ჩემთვის მეორე დღეს არ მოუწერია და არ გაუზიარებია შთაბეჭდილებები! ეს საოცარი სცენარისტების, რეჟისორის, ოპერატორის, მემონტაჟის, მხატვრის… ერთი სიტყვით, პროფესიონალების დამსახურებაა, ასეთ დროს ხვდები, რომ შენ არაფერი ხარ, თორემ აქამდეც ხომ გამოიწვევდი ასეთ გამოხმაურებას…
P.S. დაბადების დღეზე, მგონი, ამდენი მესიჯი არ მომსვლია,როგორც დღეს, დიდი მადლობა ყველას”… – წერს ნუკი.