ნუკა ლეჟავა: Axis Towers-ში ძალიან კარგი გარემოა საქმიანი ადამიანებისთვის, ყველაფერი ერთ სივრცეშია

PR Club-ის დამფუძნებელი, ნუკა ლეჟავა სოციალურ ქსელში ახლად გახსნილი მულტიფუნქციური კომპლექსის, Axis Towers-ის შესახებ წერს და საზოგადოებას კომპლექსის ფოტოებს უზიარებს. როგორც ნუკა ლეჟავა აღნიშნავს, შენობა თბილისის ახალი ლენდმარკია.

„თბილისს ახალი, თანამედროვე ლენდმარკი, Axis Towers-ის 147-მეტრიანი კოშკები შეემატა. აქ ძალიან კარგი გარემოა საქმიანი ადამიანებისთვის, ყველაფერი ერთ სივრცეშია: თეთრი კოშკი საცხოვრებელია და შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული.

მულტიფუნქციურ სივრცეში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“ გაიხსნა; 2000 მ2 გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, სპა ცენტრი, 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა – რეკრეაციული სივრცე. კარგი ადგილია საქმისთვის და გართობისთვის,“ – წერს ნუკა ლეჟავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები