ნუკა კვალიაშვილი: ფეხზე მკიდია, ნოდარი ქალი გახდა, თუ მარინე – კაცი

ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.„ვაკვირდები და ვერ ვიგებ, ვერ ვიგებ ხალხის მოთხოვნას, ხალხი კითხულობს, თუ რატომ „აპიარებენ“ არჩეულ სფეროში უნიჭო ადამიანებს, არა აქვს მნიშვნელობა, რა სფეროა, ხალხი ჩივის, რომ დაიღალა ამდენი სისულელის ყურებით, ჩივის, რომ მობეზრდათ და საზღვარი აღარ აქვს ამდენ უმსგავსობას ტელევიზორში, გული ერევათ რაღაცა კატეგორიის ადამიანებზე და აღარ უნდათ მათი ხილვა, წერენ და პრეტენზიით გამოდიან, რომ „აყრუებენ“ წერენ, რომ ერთ-ერთი შოუ ბორდელს უფრო ჰგავს, ვიდრე შოუს და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსოება, და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არის ეს: პოპულარულებს ხდით ისევ თქვენ, თქვენი ინტერესი ინტრიგისადმი, თქვენი დაინტერესებით და შოუს რეიტინგით წყდება, ვის ადევნებს ხალხის მაღალი პროცენტი თვალს, ისევე თქვენ უყურებთ და არ ტოვებთ იმას, რაც ასე გაღიზიანებთ, რატომ არაფერს არავისზე არ ვწერ? რატომ პრეტენზია არ მაქვს, ტელევიზორში ვინ პიარდება, ან რა სახის გაპიარებაა, რატომ არ დავინტერესებულვარ და არ გამოვსულვარ მსგავსი სტატუსებით, აზრებით და ნეგატივით? იმიტომ, რომ რეალურად რაც არ მაინტერესებს, მე იმას არ ვუყურებ, არ ვუყურებ არაფერს, რამაც შეიძლება ჩემში გამოიწვიოს პროტესტის გრძნობა.
ფეხზე მკიდია, ნოდარი ქალი გახდა, თუ მარინე კაცი, არ მაინტერესებს, ვინ გადმოაგდო ტელევიზორში რამე სხეულის ნაწილი, არ ვინტერესდები, ვინ პიარდება ჩემს სფეროში, რადგან ისეთი ვარსკვლავებით ვინტერესდები, არა საქართველოში, რომ მათ ფონზე აქ რაც მსმენია, ისევ ნაცნობისაგან, არის ბაგა-ბაღი, არ მაინტერესებს, ვინ ვის რა უთხრა, უქნა, არ უქნა, არ უთხრა, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, ისე რომ 23 წლის განმავლობაში არავის ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ და სიტყვით არ გამოვსულვარ, აიკლეს ამაზრზენი სტატუსებით ის ქალი (ადამიანი), რომელსაც სასიცოცხლო მიუსაჯეს, ისე შეუძლიათ განიკითხონ, თითქოს მამაზეციერი ჩამოფრინდა და სტატუსი მიანიჭა უზენაესი მოსამართლის… შეუძლიათ აკრიტიკონ, როდესაც თავად არ მოსწონთ კრიტიკა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ ახსენდებათ ბიბლია და ის, რომ მსგავსი საქციელი ცოდვაა, ის ავიწყდებათ, რომ ამ “ტალახში” თავადვე კისრამდე არიან ჩაფლულნი. ის, რაზეც ამხელა პრეტენზია აქვთ, თავადვე მიაღწიეს იმას, რომ ეს რაღაც „უმსგავსობა“ დღეს პიარდება).
მე ვარ პირდაპირი ადამიანი, არ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს ამ სტატუსის შემდეგ, ყველას გულით ვუსურვებ ბედნიერებას, ულევ სიხარულს ცხოვრებაში, ადამიანებისადმი (არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორია) სიყვარულის გრძნობას და ერთმანეთის პატივისცემას.
ელემენტარული მაგალითი: არ მოგწონს ჩემი გახვრეტილი ენა? ნუ მოგწონს. მე არ გეუბნები, რომ მთლიანობაში ლეღვი ხარ. როგორც მე არ გეუბნები, ისევე დაიტოვე შენი მოსაზრება, რომელიც არ აინტერესებს არავის, შენთვის. წარმატებულ ღამეს გისურვებთ… მე ვარ ბედნიერი იმითი, რაც მაქვს, ვინც მყავს და როგორი პიროვნებაც ვარ. ანალოგიურ გრძნობას გისურვებთ თქვენც. პატივისცემით, თქვენი ნ. კვალიაშვილი”, – წერს ნუკა კვალიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები