ყველასათვის კარგად ცნობილმა წინასწარმეტყველმა ნოსტრადამუსმა სულ გამოსცა 12 ცენტურია, ანუ ყოველწლიური ალმანახი, აგრეთვე უამრავი წინასწარმეტყველური ნაწარმოები. ცენტურიები და სხვა წინასწარმეტყველური მოთხრობები დღემდე აქტუალურია და აღსანიშნავია, რომ მათში მოყვანილი საკმაოდ ბევრი წინასწარმეტყველება ამხდარა. ახლა მინდა გიამბოთ, თუ რა გველოდება, ნოსტრადამუსის აზრით, დამდეგ 2015 წელს.
1. თუ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას დავეყრდნობით, 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ელოდება ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოწვევს. მართლა მოხდება თუ არა ეს საშინელება, ამას მალე შევიტყობთ (იმედი ვიქონიოთ, რომ დიდი წინასწარმეტყველი ამჯერად შეცდა და ეს შემზარავი ტრაგედია არ მოხდება).
2. გარდა ამისა, დიდი წინასწარმეტყველის აზრით, 2015 წელს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება გერმანიასა და საფრანგეთს… და კიდევ, ერთბაშად ოთხი სახელმწიფოს ლიდერზე განხორციელდება მათი სიცოცხლისათვის საშიში თავდასხმა.
3. ასტროლოგის წაინასწარმეტყველებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ცნება “გადასახადი” შეწყვეტს არსებობას, ხოლო მეცნიერები გააკეთებენ უდიდეს აღმოჩენას, კერძოდ, შექმნიან მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს.
4. და კიდევ: კაცობრიობა იპოვის იაფი ელექტროენერგიის მიღების ახალ ხერხს. სავარაუდოდ, მისი მიღების წყაროდ გამოყენებული იქნება მზის ენერგია. ეს დიდ გავლენას მოახდებს მსოფლიოს ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს მას.
5. ნოსტრადამუსის აზრით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზრდება სოციალური ცხოვრების დონე. თუმცა ფინანსური კრიზისი კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ კრიზისის ზეწოლას ევროპის ქვეყნებზე მეტად აშშ იგრძნობს.
6. ნოსტრადამუსმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა ვულკან ვეზუვის უძლიერესი ამოფრქვევა, რომელიც ნავარაუდევია 2105 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისათვის. ეს იქნება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული სტიქიური უბედურება, დაიღუპება უამრავი ადამიანი, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს მრავარიცხოვან მიწისძვრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და პლანეტა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩაიძირება სიბნელეში.
7. და აი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება 2015 წლისათვის- დედამიწაზე დაიბადება ახალი მესია, რომელიც მომავალში გააერთიანების მიწებს და ცივილიზაციას გადაარჩენს ბოროტებისა და ცოდვებისაგან, რომელშიც ნელ-ნელა იძირებიან ადამიანები.
8. გარდა ამისა, სწორედ 2015 წლის დასაწყისს მიაწერს ნოსტრადამუსი ახალი რელიგიის დაბადებას, რომელიც 2040 წლისათვის გაბატონებული რელიგია გახდება დედამიწაზე. მის გარშემო შემოიკრიბება საზოგადოების უმეტესი ნაწილი .
9. და უკანასკნელი, 2105 წლის დასაწყისში ახალი კონფლიქტი იფეთქებს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და თურქეთს შორის და მსოფლიო სერიოზულად დადგება მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე.
P.S. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანებს ეყოფათ გონიერება იმის შესაცნობად, თუ რა კატასტროფული იქნება მთელი პლანეტისათვის მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ღმერთმა დაგვიფაროს მეტი წილი ამ წინასწარმეტყველებების ახდენისაგან. ბუნებრივ კატაკლიზმებს ადამიანი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მას ხელეწიფება თავიდან აირიდოს შეიარაღებული კონფლიქტები და ომები.
ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდით მშვიდობას დედამიწაზე!!!
წყარო: presa.ge