“ნომერში ვინ რას, როგორ გააკეთებს, ჩვენ არ გვეხება” – რა მოხდა “რედისონის” მე-15 სართულზე

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მე-15 სართული თბილისელებისთვის და არა მარტო, რამდენიმე დღეა სახალისო თემად იქცა. სოციალურ ქსელში გავრცელებული „ამბავი მე-15 სართულისა“, უცხოური მედიის ყურადღების ეპიცენტრშიც მოექცა.
მონაყოლის თანახმად, წყვილს სასტუმროს მე-15 სართულზე ჰქონდა სექსი, რასაც „საახალწლო ქალაქში“ მყოფი პატარები პირდაღებულები შესცქეროდნენ.
„კვირა +“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი სასტუმროს მე-15 სართულზე და იყო თუ არა სასტუმროს მისაღებში გარკვეული პრეტენზიით წერილის ავტორი ქალბატონი.
„კვირა +“-თან საუბრისას „რედისონის“ წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ გარკვეული პრეტენზიით სასტუმროს თანამშრომლებს ქალბატონმა ნამდვილად მიმართა, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მე-15 სართულის გავრცელებული ამბავი, მათთვის უცნობია.
„ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, გააზვიადა თუ არა ქალბატონმა მე-15 სართულზე მომხდარი ამბავი. ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია, ეს მართლა მოხდა თუ არა სასტუმროში. ვერც იმას გეტყვით, რამდენადაა შესაძლებელი მე-15 სართულის დანახვა დაბლიდან. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჩვენს სტუმრებს ნომერში შევუვარდეთ და მივუთითოთ, ვინ როგორ მოიქცეს. ისინი გარკვეული რაოდენობის საფასურს იხდიან ამაში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ მათი კომფორტი.
რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ამორალურ ქმედებას არ დავუშვებთ სასტუმროს მისაღებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მაგრამ ნომერში ვინ რას, როგორ გააკეთებს, ეს ჩვენ არ გვეხება“,- განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი კი ასეთია:
„დღეს ლაზარე “ვარდების მოედანზე”, “საახალწლო ქალაქში” წავიყვანე სასეირნოდ, ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ, სხვადასხვა მულტფილმის გმირებთან ფოტოები გადავიღეთ… სადღაც 6-ის ნახევარი იყო უკვე, როცა უცებ თინეიჯერი ბავშვები ახარხარდნენ და ზემოთ ყურება დაიწყეს. უი, ალბათ ფეიერვერკს უშვებენ-მეთქი, გავიფიქრე და მეც ზემოთ ავიხედე, მაგრამ არაფერი მსგავსი. თინეიჯერები კი ისევ იცინოდნენ… მათ მზერას გავაყოლე თვალი, “რედისონ ბლუ ივერიასკენ” იყურებოდნენ (ეს სასტუმრო ხომ პირდაპირ დასცქერის “საახალწლო ქალაქს”) და რას ხედავს ჩემი თვალები? – “რედისონის” მე-15 სართულზე, ერთ-ერთ ნომერში ფარდები ბოლომდე არის გადაწეული, ოთახი გაჩახჩახებულია და ვიღაც „გამოსირებულ“ წყვილს პირდაპირ ფანჯარასთან არ აქვთ სექსი?… აესე, ზედ ფანჯარასთან იყო გოგო მოკრული, სახით ჩვენკენ და ვიღაც ბუღა “ლაივში” უქუნქურებდა… გამოვშეტრდი…. მეთქი, მეჩვენებააა… დავხუჭე თვალი, გავახილე და – ისევ ქუნქურებენ, კაცო!… იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი!
ნელ-ნელა ყველამ იქით დაიწყო ყურება, იმ „გამოსირებულ“ წყვილს კიდევ მაგრად ეხატა, რომ პირდაპირ ბავშვების თვალწინ (უფროსებს რაღას დავეძებ) ჰქონდათ სექსი…
ლაზარე მეკითხება: – დედიკო, რას შვრებიან ისინი? – ჩხუბებონ (?!) – სხვა ვერაფერი მოვიფიქრე უცებ…
– პატრულს დავურეკოთ, რა, – მეუბნება ლაზარე.
პატრული კი არა, მოვკიდე ხელი ბავშვს (ის რეგვენი წყვილი ისევ არ ჩერდება, პოზა შეიცვალეს „დაჟე“) და შევქანდი “რედისონში”. ლაზარე შესასვლელში, ნაძვის ხესთან დავაყენე, ყურებზე ხელი აიფარე-მეთქი, ვუთხარი და მისაღებში მდგომ გოგოს და ბიჭს ვეუბნები: – ვიცი, რომ არ გაქვთ უფლება, სასტუმროს რომელიმე ნომრის ბინადართა ვინაობა მითხრათ, ამიტომ ასე გეტყვით: მე-15 სართულზე, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ “საახალწლო ქალაქს” დასცქერის, წყვილი ხალხის თვალწინ ტ…..ობს და რამე იღონეთ, თორე სახის ძვლით ვათრევ ახლა მაგათ-მეთქი.
მისაღებში მდგარი გოგო უემოციო სახით მიყურებს, „ვაფშე“ არ აქვს რეაქცია. მივუტრიალდი ბიჭს და ვეუბნები: – ეს რა წესია, რა უბედურებაა, ვერ გავიგე? დროზე ვინმემ რამე იღონეთ, თორემ სასწაულ ამბავს ავტეხავ ახლა-მეთქი. ბიჭი შეწუხდა – რას ამბობთ, მართლა? კი, კი, დაცვას ვეტყვი და აუცილებლად ავა, გაარკვევს ვითარებას, მართლა არაესთეტიკური ამბავია ეგო.
– არაესთეტიკური კი არა, მაგ „გამოსირებულს“ გადაეცით, მე მაგათი ……….!! და თქვენგანაც მიამატეთ ერთი-ორი “თბილი” სიტყვა და მე მომაწერეთ-მეთქი… მოვკიდე ლაზარეს ხელი და გამოვედი გარეთ დედის ტრაკის გინებით (გულში).
სანამ “რედისონის” დაცვა იმ ნომერში ავიდოდა (საკითხავია, ავიდნენ თუ არა საერთოდ?!) და წყვილს გააფრთხილებდა, ისევ იგივე სიტუაცია იყო: “რედისონის” მე-15 სართულზე “პობაი საკვირველი” გრძელდებოდა… ლაზარე რომელიღაც ზღაპრის გმირს შევაჩეჩე, ყურადღების გადასატანად და მე ვეცადე, ფოტო მაინც გადამეღო იმ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ მოახლოვდა ტელეფონით ის კადრი…. სადღაც 5 წუთში ის ჯიშაძაღლებულები მოშორდნენ ფანჯარას, ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას… სადღაც ორიოდე წუთში ორივე მოშორდა ფანჯარას და ოთახის სიღრმეში შეეთრა. მეთქი ამათ კიდევ არ დაიწყონ შობელძაღლობა, მოვკიდე ხელი ლაზარეს და სასწრაფოდ გავეცალეთ “საახალწლო ქალაქს”…
ლაზარესთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, იქ ამბავს დავატრიალებდი – მტერს!!! მარა ბავშვთან ერთად როცა ხარ, სხვა რა გინდა რო ქნა?! აი, ასეთი საქონლებიც არსებობენ, ამის დედა ვატირე მე…. და აი, ასეთ საზიზღრებს მთელი გულით და სულით მ…..ან აღმზრდელი, მასწავლებელი და ყველა ის პირი, ვინც მათ “აღზრდაში” ოდესმე მაინც მონაწილეობდა“,- წერს ქალბატონი.

კომენტარები

სხვა სიახლეები