სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგ ჯერემი შარდისთან მატჩის დროს მსაჯს მარიხუანის სუნის თაობაზე უჩივლა. Fox Sports-ის ინფორმაციით, ეს ფაქტი მონრეალში გამართულ ტურნირზე, ნახევარფინალური მატჩის დროს მოხდა.
„ვიღაცა მატჩის დროს აშკარად „ტკბებოდა“ ცხოვრებით. მე კი ვცდილობდი, ამ დროს თავბრუსხვევას გავმკლავებოდი. კორტზე ძალიან უსიამოვნო სუნი იდგა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს ადამიანი აშკარად მეშვიდე ცაზე გაფრინდა და იმედია აღარც დაბრუნდება“, – განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.
ამ ინციდენტის მიუხედავად, ჯოკოვიჩმა საკმაოდ რთულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა – 6:4, 6:4. ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობით ეს პირველი ინციდენტი არ არის. ივლისში უიმბლდონის ტურნირზე მან ბურთების მიმტან გოგოს უყვირა, რის გამოც მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწია.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Fx1phaRO5r0[/youtube]