მუსიკალური პროგრამების პროდიუსერი ნოე სულაბერიძე,“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ მარიამ საჯაიას აკრიტიკებს და გარდაბნელი ამომრჩევლის პირად ჰიგიენასთან დაკავშირებით დეპუტატის მიერ ფეისბუქში გაკეთებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს.
“თუ ჟურნალისტიკამ სქესი არ იცის, მგონია, რომ არც პატივცემულ დეპუტატებს უნდა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომაც, გენდერული თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, გადავწყვიტე ამ თემის გაშლა. მე მაპატიეთ, მაგრამ ისევე როგორც ჩემს სტატუსებში ხშირად ნახსენები ოდიოზური ამხანაგები (ქალაქის მერზე რომ არ ვთქვათ არაფერი) მეზედმეტებიან საკანონმდებლო ორგანოში, აქაც მგონია, რომ „ავრორამ“ ძალიან ნაადრევად გაისროლა. წინაზე თავი შევიკავე, როდესაც ასაკში დაკარგულმა ქვემოთ ხსენებულმა პატივცემულმა დეპუტატმა ვოლსკის მიმართ (რომლის ფანი, გულწრფელად უნდა ვთქვა, ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ) თავისი ფამილარული და დეპუტატისთვის შეუსაბამო ნასროლი რეპლიკით, ძალიან ცუდი მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს… მაგრამ ამ ბმულმა დამარწმუნა, რომ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, სადაც მონოლოგის ბოლოს (გადახვალთ ალბათ ბმულზეც) მოთხოვნილი პირადი მეტეორი თუ არა, პირადი კურატორი მაინც აუცილებელია…
პირადი ჰიგიენის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ასეთი ცინიზმით, რეგიონში, სადაც, დიდი ალბათობით, ოჯახების უმრავლესობაში შეიძლება შამპუნის საშუალებაც არ იყოს (victorya secret-ის ყველა ორგანოს დეზოდორზე რომც არ გვქონდეს პრეტენზია), მგონია, რომ ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებელისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი მაინც უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ამხანაგი მეგობრები სამომავლოდ მაინც დაარიგებენ და აუხსნიან სხვაობას gallery-იში სათქმელ და გარდაბანში სათქმელ speech-ებს შორის“,- წერს ნოე სულაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
სულაბერიძე მარიამ საჯაიას იმ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი გარდაბნის რაიონის გამგებლის არჩევნების შესახებ წერდა და ამომრჩევლების არაჰიგიენურობას და კომისიის წევრების უსექსობას უსვამდა ხაზს.
“ვუყურებდი და ვაკვირდებოდი ამ კუმისის უბანს. რამდენნაირი ფიქრი არ იყო… ამჯერად აპოლიტიკურს გამოვყოფ – ორ კატეგორიად შეიძლება დაყოფა: ამომრჩეველი და კომისიის წევრები.
ამომრჩეველი! რაც მე ვნახე, ჩემთვის შოკზე მეტი იყო. დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი (მეგრულად არის ასეთი სიტყვა “ჩიჩიე” – შეესაბამება ზუსტად), წერა-კითხვის, პირადი ჰიგიენის, კულტურის პრობლემის ასეთი სიმკვეთრე… არ მინდა მძიმე მაგალითების დასახელება, ძალიან მრცხვენია. დამძიმებული ვარ. მგონი, ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი, მგონი, უმრავლესობაა და 1 ადამიანი = 1 ხმას. შეგნებულად აღარ გავაგრძელებ, მიჭირს. აღშფოთებულიც ვარ. ეს არის ჩემი წუხილი. ვერავის დავაბრალებ, ვერც ამ ხალხს გავაკრიტიკებ.
მეორე ნაწილზე გადავალ – კომისიის წევრები! აშკარა და თვალშისაცემი ქცევა ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით – ამომრჩეველი რომ შეთხელდებოდა, ატყდებოდნენ ხოლმე.
ქალების ფარული ხუმრობები, ერთმანეთთან შეხუმრებული ფრაზები, კაცების არარსებობაზე მითითებები და ჰიპერაქტიური ნევროსტენიკობა დაგარწმუნებს, რომ ყველა გზა სექსთან მიდის, ეს უკანასკნელი კი რაოდენობრივად და ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებელია.
თუნდაც კარებში თქმულ: „რა გვარი ხარ“-ზე გაცემული პასუხი: “ბო**შვილიო”, – რად ღირს. ან, კომისიის წევრის: “აი, კიბეზე რო დგახარ, იფ, რა კაია, ხან ზემოთ რომ ხარ, ხან ქვემოთ”… და კიდევ: “თუ გახდას აპირებ, გეხვეწები, ბოლომდე არ გაიხადო”. ეპიკური იყო: “ცხოვრებაში არავისთვის მიმიცია”.
რა ვქნა, ხუმრობის უნარი დავკარგე, მგონი, და ვიტყვი: თქვენ კარგად იყავით, მე პერსონალურ მეტეორს მოვითხოვ. მე მომკლეს, ბაბუ”, -წერს მარიამ საჯაია.
სხვა სიახლეები