ნოემბრის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს თვის ბოლომდე ფორტუნა?

როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ფინანსური და რომანტიკული თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინონ მათ? აი, რას ამბობენ ასტროლოგები:

ვერძი

მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. იყა­ვით მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ტაქ­ტი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, რომ საქ­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბამ­დე არ მი­ვი­დეს, შე­ლა­პა­რა­კე­ბა კი კა­მათ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ. ან შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სი მო­გი­მა­ტონ, ან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი გა­გიჩ­ნდეთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ წარ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა “შავი დღის­თვის” გა­და­ი­ნა­ხეთ.

კურო

მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­სა­ხურ­ში. მი­მო­ი­ხე­დეთ ირ­გვლივ და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მე­წყვი­ლე გახ­დეს. შე­იძ­ლე­ბა თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი გახ­დე­ბა. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო და­უთ­მეთ მე­უღ­ლეს. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი და და­ინ­ტე­რეს­დით მი­სით, თუნ­დაც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბით. ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რი გექ­ნე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ცირ­დეთ შე­მო­სა­ვა­ლი. ან ვერ მი­ი­ღოთ ის თან­ხა, რისი იმე­დიც გქონ­დათ.

ტყუპები

რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ინ­ტრი­გე­ბი მო­გინ­დე­ბათ. გაფრ­თხილ­დით თუ პარტნი­ო­რი უკვე ჰყავთ, ხოლო მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა თა­ვით გა­და­ეშ­ვათ ახალ-ახალ რო­მა­ნებ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა ხში­რად გე­ლით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ღა­ლა­ტის გამო არ გა­ირ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ხში­რად ეწ­ვი­ეთ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს გა­მო­ნა­ხეთ დრო და ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. მან­დი­ლოს­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გოთ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ან მი­ი­ღოთ ფუ­ლა­დი ჯილ­დო.

კირჩხიბი

გა­ნა­ახ­ლეთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი. ხში­რად უმას­პინ­ძლეთ შინ ნა­თე­სა­ვებს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა საგ­ვა­რე­უ­ლო ის­ტო­რი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეს, გე­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ხის შედ­გე­ნა გა­და­წყვი­ტოს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ერ­თად, გა­იხ­სე­ნეთ ტკბი­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა მო­ინ­დო­მოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ თვის ბო­ლომ­დე თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნოთ. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი და გულ­თან ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას ნუ მი­ი­ტანთ. ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა მო­აგ­ვა­როთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­არ­ღვი­ოთ ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნია. ნო­ემ­ბერ­ში მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას.

ლომი

თქვე­ნი “ბრა­ლი” ისაა, რომ ვერ გარ­კვე­ულ­ხართ, რა გსურთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ნო­ემ­ბერ­ში ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი რომ გა­ა­ბათ, რად­გან ვერ გა­და­წყვი­ტოთ, უპი­რა­ტე­სო­ბა ვის მი­ა­ნი­ჭოთ. თუმ­ცა, არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ – რჩე­ვა-რჩე­ვა­ში ყვე­ლამ ერ­თდრო­უ­ლად რომ არ მი­გა­ტო­ვოთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან, წვრილ­მა­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო ნუ გა­ე­ბუ­ტე­ბით ერ­თმა­ნეთს. მო­ე­რი­დეთ უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი კარ­გი იქ­ნე­ბა. იყა­ვით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­ჩუქ­რე­ბით, მზრუნ­ვე­ლო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, მეტი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა გმარ­თებთ. სა­ნამ დო­კუ­მენ­ტებს ხელს მო­ა­წერთ, კარ­გად გა­და­ი­კი­თხეთ ყვე­ლა პუნ­ქტი. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი თან­ხა გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, არ და­ხარ­ჯოთ, სარ­ფი­ან საქ­მე­ში და­ა­ბან­დეთ.

ქალწული

პი­რად ცხოვ­რე­ბას უფრო ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევთ, ვიდ­რე ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. თუმ­ცა, გაფრ­თხილ­დით, და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ “და­გა­ვი­წყდეთ”. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ მე­უღ­ლეს­თან კონ­ფლიქტს, მე­ტად უნდა და­უთ­მოთ, გა­უფრ­თხილ­დეთ. ხში­რად მო­ი­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ვნა გა­და­წყვი­ტონ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ნუ და­გე­ნა­ნე­ბათ ფული მდიდ­რუ­ლი სა­მო­სის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში.

სასწორი

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად მომთმე­ნი უნდა იყოთ. მშვი­დო­ბის­კენ უნდა ის­წრა­ფო­დეთ და არა ომის­თვის. მეტი დრო და­უთ­მეთ გა­რეგ­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოთ. მარ­ტო­ხე­ლებს ნო­ემ­ბერ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, რო­მე­ლიც თუ ქორ­წი­ნე­ბით არ დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა, მყარ მე­გობ­რო­ბა­ში მა­ინც და­გა­იზ­რდე­ბა. თუ უკვე ნა­პოვ­ნი გყავთ რჩე­უ­ლი, კონ­ფლიქ­ტე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რეთ და და­შო­რე­ბამ­დე არ მიხ­ვი­დეთ. ეს თვე კარ­გია ნიშ­ნო­ბი­სა და ჯვრის­წე­რის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­როს, თა­ვად უნდა იყოთ აქ­ტი­უ­რი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­ი­თხო­ვეთ წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. შან­სი გაქვთ, რომ ბევ­რს მი­აღ­წი­ოთ და არ იზარ­მა­ცოთ.

მორიელი

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გე­ლით, მარ­ტო­ხე­ლე­ბი ნუ შე­ეც­დე­ბით ახა­ლი კავ­ში­რე­ბის გაბ­მას, აქე­დან კარ­გი მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვა, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით. ამას და­ე­მა­ტე­ბა გა­დაღ­ლი­ლო­ბა სამ­სა­ხუ­რის და სო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­საც კი მო­გი­წევთ მე­წყვი­ლეს­თვის გრძნო­ბე­ბის და­მალ­ვა. ან შე­იძ­ლე­ბა ისე ხში­რად ვერ შეხ­ვდეთ ერ­თმა­ნეთს, რო­გორც ეს ნო­მებ­რამ­დე ხდე­ბო­და. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ პარტნი­ორ­თან კა­მათს. შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნი ფული ვერ მი­ი­ღოთ, რა­საც ელო­დით და წვრილ­მა­ნებ­ზე ეკო­ნო­მი­ის გა­კე­თე­ბამ მო­გი­წი­ოთ. თუმ­ცა, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დიდ­ხანს არ გას­ტანს.

მშვილდოსანი

მარ­ტო­ხე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და თქვენ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს. ხში­რად წა­მო­დე­ქით სა­ვარ­ძლი­დან და გა­ი­სე­ირ­ნეთ, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. თუმ­ცა, არც ახალ­და­წყე­ბულ რო­მან­ში გირ­ჩევთ თა­ვით გა­და­ვარ­დნას, უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ კარ­გად გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ მისი ქცე­ვაც და სი­ტყვე­ბიც. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა მე­უღ­ლის­გან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ან უნ­დობ­ლო­ბა იგ­რძნონ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ სფე­რო­ებს, ნო­ემ­ბერ­ში უმ­ჯო­ბე­სია, ხელ­მომ­ჭირ­ნე­ო­ბა, ვიდ­რე ფლან­გვა. თუ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე ხართ, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას ნუ ელით. და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის­თვის მო­მა­ვა­ლი თვი­დან და­ი­წყეთ ზრუნ­ვა.

თხის რქა

ჯი­უ­ტი, მაგ­რამ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე უნდა იყოთ. მარ­თა­ლია, რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ უნდა შეძ­ლოთ. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის კი არა, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც იმოქ­მე­დეთ. ეცა­დეთ, ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­როთ. მარ­ტო­ხე­ლებს ნო­ემ­ბერ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელით. უკვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, თუ ოფი­ცი­ა­ლურ და­ქორ­წი­ნე­ბას არა, ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ, მაგ­რამ ნო­ემ­ბე­რი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ნიშ­ნო­ბის­თვი­საც სა­უ­კე­თე­სო თვეა. თუმ­ცა, თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზულ ფა­ზა­ში გა­და­ვა, თუ კა­რი­ე­რის გამო მას­ზეც უარს იტყვით. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბით აი­მაღ­ლო სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი თხის რქე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მე­უღ­ლის ფუ­ლით შეძ­ლე­ბენ.

მერწყული

ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ მუ­შა­ო­ბა­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­გი­ვათ. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, რომ გა­იც­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი და მას­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვენ­ზე ან სტა­ტუ­სით მაღ­ლა მდგო­მი, ან ასა­კი­ა­ნი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. ან სუ­ლაც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის­თვის იყოს ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გა­გი­უმ­ჯობსდე­ბათ ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ ერ­თად და­ის­ვე­ნოთ. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი კარ­გად მიგ­დით, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. სხვა­თა შო­რის, ფული შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გა­ნაც კი მი­ი­ღოთ.

თევზები

საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად უნდა იზ­რუ­ნოთ სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, დოვ­ლა­თის, ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მანს ნო­ემ­ბერ­ში შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. მარ­ტო­ხე­ლებს ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. და­ეს­წრე­ბით სხვა­დას­ხვა მო­დურ წვე­უ­ლე­ბას, სა­დაც ფლირ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მო­გე­ცე­მათ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რიც კი გა­ი­ჩი­ნოს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­საც კი და­უბ­რუნ­დეთ, ზო­გი­ერ­თმა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბით, ან ან­გა­რე­ბი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ზეც და­თან­ხმდეთ. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ან ფული მი­ი­ღოთ უცხო­ე­თი­დან.

კომენტარები

სხვა სიახლეები