2015 წლის ნოემბერი იუპიტერის ზეგავლენის ქვეშ (რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება), ჩვენ მოგვიწევს მოვიხსნათ „ვარდისფერი სათვალეები“ და დავეშვათ ციდან დედამიწაზე. თუ გინდათ, რომ მიაღწიოთ ახალ მწვერვალებს ცხოვრებაში, პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეთ თქვენ მიერ შექმნილი ილუზიებისგან ცხოვრებაში და ცხოვრებას რეალურად შეხედოთ. თუკი თქვენ რეალისტი ხართ, მაშინ ელოდეთ რეალურ წინსვლას ამ თვეში, მაგრამ თუკი რომანტიკოსი და მეოცნებე ხართ, სჯობს ნაკლებად აქტიური იყოთ ამ თვეში, რომ არ შეეჯახოთ ცხოვრების მწარე რეალობას. ნოემბერი შესანიშნავი თვე იქნება ბიზნესმენთათვის და იმ ხალხისთვის, ვინც იცის ფულის ყადრი. თუ კარგად გაქვთ გავითარებული „ფულის ყნოსვა“, მაშინ აუცილებლად სცადეთ და წამოიწყეთ საკუთარი საქმე (ბიზნესი) . ასევე ამჟამად საკმაოდ აქტუალური იქნება ღალატის თემა. ამიტომ ეცადეთ, იყოთ, რაც შეიძლება ერთგული პარტნიორის მიმართ, რომ არ დაინგრას ურთიერთობა.
ნოემბრის პირველ დეკადაში, რომელიც სატურნი – მშვილდოსნის ქვეშ მიმდინარეობს, ჩვენს გველის დინამიკური პერიოდი, რომელიც ყოველ ჩვენგანს ჩარჩოებისგან გამოსვლას და ცხოვრებაში რაღაც საოცარად წარმოუდგენელის განხორციელებას გვიქადის. ეს კარგი პერიოდია ყველანაირი დასაწყისისთვის, მაგრამ განსაკუთრებთ პოზიტიურია საქმიანი სფეროსთვის (განსაკუთრებით კი ეს პერიოდი კარგია მათთვისაა, ვისაც უწევს შორს მცხოვრებ ადამიანებთან მუშაობა ან ხშირად მოგზაურობს).
ეს ასევე კარგი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის კუთხით, ასევე კარგია მოგზაურებისთვის, ისეთი ადგილების სანახავად, რაც ადრე არ გინახავს. თუ თქვენს ცხოვრებაში კრიზისია, ნოემბერი არის შესანიშნავი პერიოდი მისგან გამოსვლის და მის მოსაგვარებლად, თუკი არ იტყვით უარს შეხედოთ თქვენს ცხოვრებას კრიტიკულად. თუ გსურთ შეცვალოთ ცხოვრება, დაიწყეთ, პირველ რიგში, თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლით და გაოცებული დარჩებით, თუ როგორ იცვლება ზემოთქმული.
ნოემბრის მეორე დეკადა მერკურის ქვეშ გაივლის და გვიქადის კონფლიქტებსა და დავიდარებებს ცხოვრებაში. ამიტომ თუკი თქვენ საკმაოდ ფიცხი და ემოციური ხართ და ვერ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს და საუბარს, სჯობს თავი შეიკავოთ ყველანაირი კამათისაგან, რომ მომავალში მისი რეზონანსი აიცილოთ. ეს პერიოდი ასევე კარგია ყველანაირი საიდუმლოს და გაურკვეველი სიტუაციის ამოსახსნელად. ასევე, სჯობს, არ დაუჯეროთ ჭორებსა და ამბებს, რომლებიც მოვა თქვენამდე, ადამიანის ან სიტუაციის შესახებ რომ არ დაკარგოთ ბედნიერება.
ნოემბრის მესამე დეკადა, რომლის დროსაც ვენერა სასწორის ნიშანში იქნება, მოგვეხმარება პარტნიორული პრობლემების გადაწყვეტასა და მათ დარეგულირებაში. ეს პერიოდი კარგი იქნება მათთვის, ვინც დაიღალა კონფლიქტებითა და ჩხუბით პირადში, შეძლებს ამის მოგვარებას ისევ და ისევ რეალობასთან პირისპირ შეხედვით. ასევე ეს კარგი დროა ნაჩხუბარ ადამიანთან შესარიგებლად, სჯობს არ შეიკავოთ თქვენი გრძნობები და მართალნი იყოთ თქვენს თავთან და სხვებთანაც.
თორნიკე ბიძინაშვილი