ქართველ მომღერალს, ნოდიკო ტატიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა.
როგორც თავად ნოდიკო აცხადებს, მას დაბალი სიცხეები აქვს და თავს კარგად გრძნობს, სხვა სიმპტომები გამოხატული არ აქვს.
როგორც ტატიშვილი აცხადებს, იგი დაინფიცირდა მაშინ, როცა ინფიცირებულ ქალბატონთან ერთად ერთ ოთახში იმყოფებოდა.