“ნიჭიერის” ნიჭიერი ბავშვებით უცხოური გვერდები დაინტერესდნენ

პროექტ “ნიჭიერის” ეთერში გასულმა სიმღერამ პატარა მუსიკოსების შესრულებით, საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია.
ფინალში გასულმა თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის მოზარდებმა, მაესტრო გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით და მათ მიერ დადგმულმა შოუმ უცხოელი მაყურებლის ყურადღებაც მიიქცია.
უცხოურმა ფეისბუქ გვერდმა www.aqueenofmagic.com  რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი მოწონება აქვს, პატარების ნამღერი განათავსა. მოზარდების მიმართ უამრავი ადამიანი აღფრთოვანებას გამოხატავს.
“ნიჭიერის” ფინალისტი გუნდით დაინტერესდა Bohemian Rhapsody – CLUB-იც, რომელიც ასევე ფრედი მერკურისა და “ქუინის” თაყვანისმცემელთა მრავალათასოვანი გვერდია.
უცხოელი ფანები, თუ უბრალოდ მუსიკის მოყვარულები, ბავშვების მისამართით აღტაცებულ კომენტარებს არ იშურებენ.

http://www.aqueenofmagic.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები