ნიშნების ცვლილება ოქტომბრის თვეში

მერკური სასწორის ნიშანში2016 წლის 7 ოქტომბერს შევა, ხოლო მორიელის ნიშანში – 2016 წლის 24 ოქტომბერს.
ვენერა მშვილდოსნის ნიშანში შევა 2016 წლის 18 ოქტომბერს.
მთელი თვის განმავლობაში მარსი იმოძრავებს მისთვის ძლიერ ნიშანში – თხის რქაში. იმისდა მიუხედავად, რომ მას ამ გზაზე შეხვდება საკმაოდ დაძაბული ასპექტები, ეს პერიოდი მაინც საკმაოდ პროდუქტიული იქნება მათთვის, ვისაც რაიმე კონკრეტული, მნიშვნელოვანი და გლობალური საქმის გაკეთება სურს. ახლა მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული, გააზრებული მიზნით სიარული და ამ შემთხვევაში, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ყველაფერი გამოვა, ადამიანები, როგორც არასდროს, არიან შრომისუნარიანები, შეუძლიათ შეასრულონ ბევრი და მძიმე სამუშაო, გამოფიტვამდე. იმოძრაონ მიზნისკენ, დისკომფორტისა და შეზღუდვების მიუხედავად.
2016 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
თარიღი მოვლენა დრო(მოსკოვის დროით) გრადუსები
1 ოქტომბერი ახალი მთვარე 04:11 სასწორის 9°
7 ოქტომბერი მერკური გადადის სასწორში 11:55
16 ოქტომბერი სავსე მთვარე 08:23 ვერძის 24°
18 ოქტომბერი ვენერა გადადის მშვილდოსანში 11:01
23 ოქტომბერი მზე გადადის მორიელში 03:45
24 ოქტომბერი მერკური გადადის მორიელში 00:46
30 ოქტომბერი ახალი მთვარე 21:38 მორიელის 8°
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ოტომბერში გველოდება ორი ახალმთვარეობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მთვარის პირველი დღის მაგიური საათის ორჯერ გამოყენების შესაძლებლობა გექნებათ, იმისთვის, რომ თქვენი სურვილების ასრულება მოიზიდოთ. შეეცადეთ, ამ დროს იმაზე იფიქროთ, რისი მიღება გსურთ და წარმოიდგინოთ რა განცდა გექნებათ მაშინ, როცა თქვენი სურვილი, ბოლოსდაბოლოს, ასრულდება. აი, მაგიური დრო: 1 ოქტომბერს 03:15- დან 06:40-მდე და 30 ოქტომბრის 20:40-დან 31 ოქტომბრის 8:00-მდე.
მზე და მერკური თვის უმეტეს ნაწილს გაატარებენ სასწორის ნიშანში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ახალი ნაცნობობის, ამასთანავე, კონფლიქტებისა და უთანხმოებების დარეგულირების კარგი საშუალება მოგეცემათ. ამ პერიოდში კარგია საკუთარი ავტორიტეტის გამყარება, თვითრეკლამა. სიტყვების, ტაქტის, დიპლომატიური უნარების მეშვეობით, საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიქცევა.
თუ მნიშვნელოვან საქმეს გეგმავთ, დარწმუნდით, რომ ჩამოყალიბებული გაქვთ ზუსტი მიზანი და ყველა დეტალი – გათვალისწინებული. მაგალითად, ეს თვე არაა ცუდი სარემონტო სამუშაოებისათვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამისათვის კარგად ხართ მომზადებული.
27 ოქტომბერს მერკური და მზე შეერთდებიან, რამაც შეიძლება წვრილმანების მოყვარულებს პატარა მინიშნებები მისცეს. მაგალითად, ამ დღეს მნიშვნელოვანია ყველანაირი ინფორმაციის თვალყურის დევნება, რომელიც თქვენამდე მოვა ახალი წიგნების, პროგრამების, ნაცნობობის, საუბრების და ა. შ. სახით. ეცადეთ დააფიქსიროთ და დაიმახსოვროთ ყველა იდეა, რომელიც გაგიჩნდებათ. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან გამოგადგეთ ახლო მომავალში.
თვის დიდი ნაწილის განმავლობაში, ადამიანები იქნებიან საკმაოდ კომუნიკაბელურები, ექნებათ სწრაფვა სასიამოვნო და შინაურული სიტუაციებისკენ, დაიწყებენ შეხვედრებისა და ურთიერთობების ძებნას, გამოავლენენ მეტ ზრდილობასა და ტაქტს.
7-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესო დროა პარტნიორებთან სასაუბროდ, ახალი და თქვენი ინტერესების შესაბამისი ნაცნობობის დასამყარებლად, სიახლეების შესასწავლად, მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ პერიოდში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ტაქტის, კარგი მანერებისა და ზრდილობის გამოვლენა.
კლებადი მთვარის დროს, თვის მეორე ნაწილში, პლანეტებს შორის მოსალოდნელია მეტი დაძაბულობა, რაც შესაძლებელია ხელისშემშლელი აღმოჩნდეს თქვენი გეგმებისთვის. (უფრო დაწვრილებით 2016 წლის ოქტომბრის პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოსათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: „ზოდიაქოს ნიშნების 2016 წლის ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი“).
თვის ასტროლოგიური პროგნოზი
საქმიანი საკითხები
ეს თვე ბოლომდე წარმატებული იქნება სხვადასხვა ტიპის, განსაკუთრებით კი ძნელი, ერთფეროვანი და რუტინული საქმეების გადასაჭრელად. თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული მიზანი, მარსი თხის რქაში მოგანიჭებთ საკუთარ ძალებში რწმენას. თუ მიზანი ჯერ არ გაქვთ, დაისახეთ ის და დაიწყეთ მისკენ ჯიუტად სვლა. თქვენ საღად შეაფასებთ საკუთარ ქმედებებს და ზედმიწევნით ზუსტად გააანალიზებთ მათ. არ ღირს ბედისწერას მინდობა. ყველა საქმეში საკუთარ თავს დაეყრდენით. თქვენ, დიდი ალბათობით, იქნებით ძალიან მიზანსწრაფული და შეძლებთ იმის მიღწევას, რასაც, სავარაუდოდ, ადრე ვერ ახერხებდით.
თუმცა, თქვენ არცთუ ისე სასიამოვნო ასპექტების გათვალისწინებაც მოგიწევთ, რასაც გამოიწვევს მარსი თავის ტრაექტორიაზე. ესაა ის წინააღმდეგობები, რომელთაგანაც თავის არიდება მოგიწევთ, ამიტომ სჯობს ამ დღეებში არ ჩანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმეები, თუ მათი წარმატებით დასრულება გინდათ.
ამ პერიოდში ბევრს დააინტერესებს პროფესიული დონის ამაღლება, ამიტომ ეს წარმატებული პერიოდია სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების გასავლელად, ასევე რაიმე თემის დამოუკიდებლად შესასწავლად. შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია დაგეხმაროთ კარიერულ კიბეზე გადასაადგილებლად ან შემოსავლის გასაზრდელად.
თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი ან გიჭირავთ მმართველის თანამდებობა, ამ თვეში ეცადეთ ხელქვეითებს მისცეთ ზუსტი დავალებები, დასახოთ კონკრეტული მიზნები და შექმნათ ჯანსაღი მოტივაცია, რაც მიზანთან დაგაახლოვებთ. შედეგი არ დააყოვნებს.
თუკი თქვენ თვითონ ხართ ხელქვეითი, საჭიროა გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ხელმძღვანელობა შეიძლება უფრო მკაცრი, კრიტიკული და უხეში იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომ ხელფასის მომატების ან სასწრაფოდ შვებულებაში გაშვების თხოვნა, ცრემლებისა და სამოტივაციო ისტორიების თანხლებით, არამც თუ ძნელი გადასაჭრელი ამოცანა იქნება თქვენთვის, არამედ თითქმის შეუძლებელიც.
განსაკუთრებული დღეები
2016 წლის 1-6 ოქტომბრის დღეები აღინიშნება ენერგიათა მოჭარბებითა და ქმედების სურვილით, მაგრამ აქვე იმალება მცირე საფრთხე: თქვენი ენერგია შიძლება არ იყოს მიმართული საჭირო მხარეს. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ეპოტინებოდეთ და გაგიჭირდეთ მათი დასრულება. ამ დღეებში შეცდომები, გადაცდომები და სიტუაციის არასწორად შეფასება იშვიათი მოვლენა არ იქნება. არ ღირს ყველაფრის ერთდროულად მიღება დაისახოთ მიზნად. იყავით მომთმენი, არ მოინდომოთ ახტეთ საკუთარ თავზე მაღლა დაარც სხვებს მოსთხოვოთ ეს.
ამ დღეებში შეიძლება მოგიწიოთ სახელმწიფო მოხელეებთან შეტაკება. შესაძლოა, ვინმესთან კამათიც მოგივიდეთ რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე.
თვის პირველი კვირა წარუმატებელია მსხვილი პროექტების დასაწყებად, ქირურგიული ჩარევისთვის, სასამართლოსთან ან იურისტთან ურთიერთობისთვის, საცხოვრებელი ადგილის გამოსაცვლელად და ქორწინებისთვის.
2016 წლის 7-11 ოქტომბრის დღეებში თქვენ იმოქმედებთ და იხელმძღვანელებთ გრძნობებითა და ემოციებით, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ამ პერიოდში თხის რქისა და მერწყულის ნაკლებად ემოციურ ნიშნებს გაივლის. აქ მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ ინტუიციას. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს მოხდეს სხვადასხვა სახის აფიორები და საიდუმლო გარიგებები. საერთოდ, ამ დღეებში მოგინდებათ რაიმეს დამალვა, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები. ამ პერიოდში რეკომენდებულია ტაძრების მონახულება, ნათლობა და სხვა რელიგიური რიტუალები. ასევე, შეხება მუსიკასთან, კონტაქტი უცხოეთიდან ჩამოსულ ხალხთან.
2016 წლის 12-13 რიცხვები წარუმატებელია კომერციული საქმიანობისათვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოსაწერად. ამ დღეებში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის მიღების შეყოვნებას, კომუნიკაციის მოშლას, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტების გაფუჭებას. ახლა მთავარია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ამ დღეებში მწერლებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, შესაძლოა შეექმნათ სამსახურეობრივი სიძნელეები.
2016 წლის 17-19 რიცხვებში თქვენ გელით ენერგიისა და ძალების ძლიერი მოზღვავება. ხოლო, ცვლილებების სურვილი იქნება იმდენად ძლიერი, რომ ვერ შეძლებთ ერთ ადგილზე გაჩერებას. ამ დღეებში იგრძნობთ, რომ მთების გადადგმაც კი შეგიძლიათ, მთავარია, გქონდეთ ზუსტი მიზანი და მისი მიღწევის გეგმა.
2016 წლის 25-29 ოქტომბრის დღეები- თვის ბოლო, შესაძლოა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდეს. მარსი ხომ ამ დროს ნეგატიურ ასპექტებს უახლოვდება, ურანთან ერთად. ეს პერიოდი სავსეა შფოთითა და გაურკვევლობით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა ზუსტად იცოდეთ, რისკენ ისწრაფვით, შეიძლება შეგაწუხოთ ეჭვებმა, რაც სულაც არ გჭირდებათ.
ბევრი ადამიანის ქცევა გახდება არაპროგნოზირებადი, იმპულსური. ეცადეთ არ აჰყვეთ წუთიერ ემოციებს, არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე და არ დაკარგოთ თვითკონტროლი.
2016 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
ტურები და მოგზაურობა
ამ თვეში სხვადასხვა სახის მოგზაურობის, განსაკუთრებით კი საქმიანი ვიზიტების დიდი ალბათობაა, თუმცა, ყველა მათგანი დიდად სასიამოვნო ვერ იქნება. თვის პირველ კვირას თქვენ შეგიძლიათ დასასვენებლად გამგზავრება, მაგრამ საჭიროა ამ მოგზაურობისთვის ყურადღებით მომზადება. ლაშქრობები და შორ მთებში მოგზაურობა 4-6 ოქტომბრის დღეებში სჯობს არ დაგეგმოთ, რადგან ეს პერიოდი საფრთხის შემცველია.
ჯანმრთელობა და თვის საფრთხეები
ეს თვე ბევრი ჩვენგანისთვის შეიძლება საკმაოდ ხიფათიანი გამოდგეს. იზრდება სხვადასხვა სახის ავარიებისა და კატასტროფების, უბედური შემთხვევების ალბათობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კომუნიკაციის მოშლით. გამორიცხული არაა ხანძრები და აფეთქებები, იარაღის გამოყენება. ამ კუთხით ყველაზე საშიშია თვის ბოლო კვირა ახალმთვარეობამდე (2016 წლის 25-29 ოქტომბერი).
ამ პერიოდში, შესაძლოა, ადამიანებში აღინიშნებოდეს საშიშროების შეგრძნების მოდუნება, გაუფრთხილებლობა, შიძლება გამოვლინდეს გულგრილობა. ახლა მთავარია, ზედმეტად არ გარისკოთ, განსაკუთრებით საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები