ახალი კორონავირუსი მსოფლიოს ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა ნიღბებიც – ვირუსისგან თავის დასაცავად.
ადამიანების ნაწილს ნიღბებთან მიმართებით მრავალი ჩივილი აქვს, მათ შორის ერთერთი ის არის, რომ სახე თითქმის მთლიანად არის დაფარული.
სწორედ ამიტომ შეიქმნა გამჭვირვალე ნიღაბი – LEAF, რომელიც სპეციალისტების მიერ უკვე დაიტესტა და შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს ბაზარზე. ნიღაბი გიცავთ ყოვლგვარი ვირუსისგან და სახესაც არ გიფარავთ.