„ნიუ იორკ ტაიმსი“ ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე „ტრუბადურში“ აზუჩენას როლის შესრულებისას, ქართველმა საოპერო მომღერალმა მაყურებელს სისხლი გაუყინა. გთავაზობთ ამონარიდს ცნობილი ამერიკული გამოცემიდან.
„ქართველმა ვარსკვლავმა ვერდის „ტრუბადური“ აქამდე არნახული გრძნობებით გააცოცხლა. ყველაზე ეპიკური და მშფოთვარე პიესა, რომელმაც ესპანელ დრამატურგს ანტონიო გარსია გუტიერესს ნამდვილი დიდება მოუტანა, ოპერის სცენაზე არაერთხელ შესრულებულა. თუმცა, ქართველმა მეცოსოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა მაყურებლის გაოცება მაინც შეძლო. როგორც კრიტიკოსები აფასებენ, ანიტას მიერ განსახიერებული როლი – ბოშა ქალი აზუჩენა, იმდენად ორგანული და მგრძნობიარე იყო, რომ მაყურებელს სისხლი გაუყინა.
„ტრუბადურის“ პრემიერა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში რამდენიმე დღის წინ შედგა და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 15 თებერვლამდე ექნება.
რაც შეეხება ანიტას, მის მიერ შესრულებული ყველა როლი დასამახსოვრებელია, ის იყო არაჩვეულებრივი კარმენი თუ კონჩაკოვნა, თუმცა როგორც ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ, აზუჩენა მისი ხელმეორედ დაბადება იყო. რაჭველიშვილმა როლს ფერების გამა და ემოციური გრადაცია დაუბრუნა. მის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და გუტიერესის ბოშა ქალს ენით აღუწერელ, სასოწარკვეთილ ელეგანტურობას სძენს“.
წყარო:http://fortuna.ge