Victoria’s Secret Fashion Show-ს მე-20, საიუბილეო ჩვენება გაიმართა ნიუ-იორკში. ღონისძიება ნახევრად დახურული იყო, ვინაიდან მას მხოლოდ მოდის ექსპერტები, ცნობილი პირები და პრესა ესწრებოდა. Victoria’s Secret-ის „ანგელოზებმა“ ქალის თეთრეულის 75 კომპლექტი წარმოადგინეს. ტანსაცმლის ზოგიერთი მოდელი ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული, მაგალითად Fantasy Bra, რომლის ფასი 2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჩვენებაში მსოფლიოს ცნობილი ტოპ-მოდელები მონაწილეობდნენ, ხოლო თავად ჩვენება სელენა გომესის, ელი ჰოლდინგის და მომღერალ The Weekend-ის ცოცხალი კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=p4yQtHa-3ZA[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=6NhDOwkKItg&feature=youtu.be[/youtube]