“ნიუტოკის მოსახლეობას სამყარო თვალწინ ენგრევა” – გლობალური დათბობის შედეგი ალიასკაზე (ფოტო)

ალიასკაზე სოფელ ნიუტოკის მოსახლეობას ჩვეული სამყარო თვალწინ ენგრევა.
მოსახლეობა შეშფოთებითა და ტკივილით უმზერს ზღვის სანაპიროს. იქ, სადაც მათმა ბავშვობამ გაიარა, სადაც მათი სახლები იდგა, დღეს ჩრდილოეთის ზღვა ღელავს. მყინვარების ლღვობისა და ოკეანის დონის აწევის გამო, სანაპირო ზოლი ირღვევა, ეროზია ამ ადგილებში საშინელ მასშტაბებს აღწევს. ყოველწლირად სანაპიროს 30 მეტრი წყლით იფარება და ადგილობრივებს საკთარი სახლების დატოვებას აიძულებს.

გლობალური დათბობის მსოფლიო ოკეანის დონის აწევის გამო, მხოლოდ ტროპიკული კუნძულები როდი ზარალდებიან, ალიასკის მოსახლეობაც გასაჭირშია. დიახ, ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის პირას ცხოვრობენ, უკვე დიდი ხანია, საკუთარ თავზე გრძნობენ კლიმატის ცუდ გავლენას. მათთვის ჩვეული გარემო ინგრევა, ადგილობრივები საკუთარ სახლებს ტოვებენ. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა პატარა სოფელ ნიუტოკში იგრძნობა, სადაც ალიასკის ძველი მკვიდრები ესკიმოსი-იუპიკები ცხოვრობენ.

ყოველწლიურად სოფელ ნიუტოკის რაიონში მიწის ნაპირის, დაახლოებით, 30 მეტრით იფარება. ეროზიის შედეგად ნაპირი სულ უფრო იშლება. პროგნოზი მაინცდამაინც დამაიდებელი როდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები