“ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის მაგალითია” – ნინო კასრაძე

ფორმულას გადაცემა “კომენტარში” მსახიობმა ნინო კასრაძემ ნინუცა მაყაშვილზე ისაუბრა:

“ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ ამაში… ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა,  კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას მხარში დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე… ზოგჯერ შეიძლება, 31 წელი დაგჭირდეს.

ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა,  სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს… ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია”, – აცხადებს ნინო კასრაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები