ნინო ჩხეიძე დაბადების დღეს მეუღლესთან ერთად პარიზში აღნიშნავს – ძალიან მაინტერესებს რას მაჩუქებს

მომღერალი, ნინო ჩხეიძე ძმასთან და მეუღლესთან ერთად პარიზში მიფრინავს.

ნინომ გადაწყვიტა დაბადების დღეზე საკუთარ თავს ასეთი საჩუქარი გაუკეთოს და საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენება მოიწყოს.

– ნინო, ვისთან ერთად მიემგზავრები?

– მეუღლესთან და ძმასთან ერთად.

– კიდევ ვინ იქნებიან შენი სტუმრები?

– სხვა არავინ.

– ყოველთვის გამოირჩევი ორიგინალური დაბადების დღეებით. ამჯერად რა სიურპრიზსს გაუკეთებ საკუთარ თავს?

– სწორედ ეს არის ჩემი სიურპრიზი. სადმე, პატარა რესტორანში აღვნიშნავ ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად. მთელი წელი ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა, გადაღებები. ცოტა გადავიღალე და გადავწყვიტე დავისვენო.

– შვილი არ მიგყავთ?

– ვერ მიმყავს, სკოლა ჯერ არ დამთავრებულა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში დადის და ამდენს ვერ გავაცდენინებ.

– მეუღლემ უკვე გაგიკეთა საჩუქარი?

– ჯერ არა და ძალიან მაინტერესებს რას მაჩუქებს.

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები