ნინო კალანდაძე: შემიყვარდა მოროკოელი ტაქსის მძღოლი…

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე კოპენჰაგენში გაცნობილი ტაქსის მძღოლის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

“შემიყვარდა მოროკოელი ტაქსის მძღოლი. ახალგაზრდა, სიმპატიური, ზრდილობიანი და საქმიანი, 4 ენაზე მოსაუბრე. იცოდა ინგლისური, გერმანული, დანიური და მშობლიური ფრანგული. ამიტომ, როგორც წესი, კლიენტებთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვსო გვითხრა. ჩვენს, ტურისტულ, ყველა შეკითხვაზე გამაოგნელად ამომწურავად გვიპასუხა. მოგვცა რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ ოპტიმალურად ის მოკლე დრო, რომელიც კოპენჰაგენში უნდა დავყოთ. მერე გვითხრა, რომ არ უყვარს პუტინი, იცის, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ლამაზია თბილისი და ბათუმი და რომ საქართველოს მთავრობა საკმარისად ეფექტურად არ ეწევა საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის, პოპულარიზაციას, “კომერციალიზაციას”. ბოლოს გვირჩია, რომ ტაქსის საფასური გადავიხადოთ კრედიტკარტით, რათა მას არ მოუწიოს დაგვარიცხოს დამატებითი 2 ევრო, არაერვნულ ვალუტაში ანგარისწორების გამო… შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და არ ვიცი ზუსტად რას მივაწერო ეს შემთხვევა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფრის გასაღები განათლებაშია. პროფესიონალიზმიც, ღირსების აღქმაც, შრომისუნარიანობაც, სამოქალაქო პასუხისმგებლობაც და საკუთარი თავის პატივისცემაც სწორედ აქედან მოდის. მინდა ჩვენ, ჩვენი სკოლები, ჩვენი სახელმწიფო უახლოვესი წლები ინტენსიურად ჩვენი შვილების სწორი აღზრდით და მათი განათლებით დავკავდეთ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები