ნინო დარასელი: დღეს ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სულ უფრო მყიფე ხდება და შეუმჩნეველი, ავიცრათ ერთმანეთისთვის
ჟურნალისტი, ნინო დარასელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“დღეს ზღვარი სიკვდილსა და სიკვდილს შორის სულ უფრო მყიფე ხდება და შეუმჩნეველი. ავიცრათ ერთმანეთისთვის.
გუშინ ღამე შემომათენდა ლანა ღოღობერიძის წიგნის კითხვაში. კორონავირუსის ჟამსაა ,, ვისთვის გალობს შაშვი” დაწერილი. ვერ გეტყვით, პროზაა უფროა თუ პოეზია. ძალიან ლამაზია და სევდიანი, იმავდროულად, სულ სიყვარულითაა გაჯერებული.
ბევრი ფიქრი აქვს “ამ საიდანღაც მოფრენილი, დღემდე კორონათი გარდავლილ, ნაცნობ და უცნობ ადამიანებზე…
,, ვით სევდიანი მეთვალყურე
მე თვალს ვადევნებ ღამეს და სიკვდილს…”
გიიიომ აპოლინერი
ვინ იცის, იქნებ ეს სიტყვები აპოლინერმა მაშინ დაწერა, როდესაც თვითონ ებრძოდა იმ დროის პანდემიას, რომელსაც ვერ გაუმკლავდა.
დღეს ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სულ უფრო უფრო მყიფე ხდება და შეუმჩნეველი.
,, ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
რაც მიყვარს ყველაფერი აქეთ არის,
წყალგაღმა მარტო სიკვდილია”
(მანანა ჩიტიშვილი)
წაიკითხეთ, თავიდან შეიყვარეთ სიცოცხლე და #ავიცრათერთმანეთისთვის “,- წერს დარასელი.