მომღერალ ზურა ხაჩიძის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნას სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარები მოჰყვა:
“ნინი ქარსელაძე წყალტუბოს მერად”;
“ეჭვი მაქვს, რომ ნინი ქარსელაძესაც მალე ვერისა და ვაკის, ძველი სოლოლაკის ნაცნობ აივნებთან მისალმების სამსახურის უფროსადაც დანიშნავენ”;
“საღოლ, ხაჩიძის გერს”;
“რას დაატარებენ ამ კაცს ცარიელი კუბოსავით, დადგან ერთ ადგილას, ბოლობოლო”;
“და გუბერნატორად რატო არა? ალბათ, იქ პიკასოს უშვებენ”;
“გაიგო, კომიკოსი ზელენსკი პრეზიდენტად დასვესო და ესეც გუბერნატორად გაქანდა”;
“როგორი მომღერალიცაა, ისეთივე მოადგილე იქნება!”;
“გადავრჩენილვართ! ტაში, ბატონებო!”;
” ასეთ პროფესიონლს ასეთი მცირე თანამდებობა როგორ აკადრეს ?დაენიშნათ კულტურის მინისტრად”;
“ეს ტიპი რომ მატერიალური კეთილდღეობისთვის ყველაფერს იკადრებს, ეს მაშინ გამოჩნდა, დეიდა ხათუნა რომ მოიყვანა ცოლად..”;
“თურქეთში ბებია ცუდათ მყავს და ვეღარ ვუვლი, საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას და ნეტავ ჩემთვის ადგილი არ დარჩათ?? სადმე გუბერნატორად დამნიშნონ მეც”;
“სოფელ-სოფელ კონცერტებზე ჯღავილი დაუფასდა ოჯახს”;
“ნეტა, განცხადების წერა თუ იცის”?;
“რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ყველა გაუნათლებელ ადამიანს დაუფასდა სამშობლოს გაყიდვა ხახვსა და კარტოფილზე”;
” იმიტომ იფხრეწდნენ იოგებს “ქუჩის ბიჭები” და ნინი? ვაიმეეე, ჯერ სიმღერა ვერ ისწავლეთ და ქვეყანა უნდა მართოთ?”;
“ახლა გაუკვირდება ყველას და შეიცხადებენ, გოგა ხაჩიძე გუბერნატორიც რომ იყო და მინისტრიც, აღარავის გაახსენდება, თითქოს ის მომღერალი არ იყო და ბავშვობაში გუბერნატორობის წრეზე დაყავდათ”;
“ვერ გავიგე, რა უნდათ მომღერლებსა და მსახიობებს პარლამენტსა და ასეთ თანამდებობებზე…მაგიტომ ვართ ამ დღეში ცირკს რომ დაამსგავსეთ ქვეყანა..ყველა ფულის შოვნაზეა გადასული. ვის ახსოვს სამშობლო, დაგეცათ მეხი და მეტეორი მაგ გამოლენჩებულ თავზე”;
“როგორც მღერის, ისე თუ მიხედა სამცხე -ჯავახეთს, კარგად გვქონია საქმე”;
“ვანოს შოუს” თემებს არ ულევენ რა”;
“ძალიან მიყვარს ეს ბიჭი და ნამდვილად გული მწყდება ამ ბინძურ პოლიტიკას რო შეერია, კარგს არაფერს მოუტანს, ნუ – ფულის გარდა”;
“კადრების ცვენაა”;
“დაუფასეს ნინისა და ხათუნის”.
“ვაიმე, რამ გაგაბოროტათ, ახალგაზრდა კაცია და წარმატებები უსურვეთ”;”პური მეპურემ რომ უნდა გამოაცხოს, გსმენიათ?”;