მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გარდაცვლილ ბიძაშვილს, ადვოკატ თიკო ქარსელაძეს ეკუთვნის. “კვირა+” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მე აღარ მყავს ძალიან კარგი და მაგარი ბიძაშვილი, უფრო მაგარი მეგობარი და ჩემი ძალიან დიდი იმედი… ძალიან გთხოვთ ყველა საინფორმაციოს, გვეცით პატივი ოჯახის წევრებს, ამ თემით მანიპულირებას და პოლიტიკურ სპექტრში მოქცევას იქნებ მოერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩემს თიკოს ჰყავს მოზარდი ბიჭი. დიდი მადლობა წინასწარ!”,-წერს ნინი ქარსელაძე.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, თიკო ქარსელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სხვა სიახლეები