ნინი ქარსელაძე კარიერის ასაწყობად რუსეთში მიემგზავრება – „ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ…“

მომღერალი ნინი ქარსელაძე კარიერის ასაწყობად რუსეთში მიემგზავრება. ამის შესახებ მომღერლმა ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.
„ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანები არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, აღნიშნა მან ჟურნალთან საუბრისას.

კომენტარები

სხვა სიახლეები