ნინი ბადურაშვილი „სითი პარკს“ დაუპირისპირდა

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც „სითი პარკს“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს კომპანია მხოლოდ ფულის გაკეთებაზე ფიქრობს.
ნინის თქმით, „სითი პარკი“ იყენებს ხალხის არაინფორმირებულობას კანონების მიმართ და ამით უფრო ადვილად ზრდის გადუხდელი ჯარიმების პროცენტს.
„იცოდით თუ არა, რომ „სითი პარკის“ ჯარიმის არჩაბარების შემთხვევაში, მაგალითად, თუ მოვიდნენ და ოჯახის წევრმა შენს მაგივრად უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მაინც ჩაბარებულად ითვლება და 10-ლარიანი ჯარიმა აგდით 150 ლარზე! თან იმ მისამართზე აღარ ვცხოვრობ და არც ის მანქანა დიდი ხანია აღარ მყავს. ესენი კი დაჟინებით მოდიან ჯარიმებით! კი, ბატონო, ვიხდი, მაგრამ ის ჯარიმა, რომელიც არ ჩაიბარეს, თურმე, ავიდა 300 ლარზე ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი და არც გააფრთხილეს, რომ ჩემთვის გადმოეცათ!
კანონი ყოფილა ასეთი. ჩვენ თუ არ გვითხრეს კანონების შესახებ, საიდან უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, ეს კანონი, რომ თუ სახლში არ ხარ და არც იქ ცხოვრობ, მაგრამ რომელიმე ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მაინც ჩაბარებულად ითვლება და არგადახდის შემთხვევაში 10-ლარიანი ჯარიმა აგდის 150 ლარზე! მაინტერესებს, მე ვალდებული ვარ, კანონები ვიცოდე, თუ აწყობთ, რომ არ ვიცოდეთ და რაც შეიძლება მეტი ფული შეუვიდეთ?!“ – აცხადებს მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები