ნინა წკრიალაშვილი მამას სახალხოდ უპირისპირდება

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი უკვე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ახალბედა მომღერალმა პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როდესაც ჟურნალ “ფლეი ბოისთვის” გაშიშვლდა. ნინა აღიარებს, რომ მამამისს კარგი შემოსავალი აქვს, შესაბამისად ქალიშვილსაც ანებივრებს და მეტიც მისი ქართულ შოუბიზნესში დამკვიდებას მამის ეკონომიურმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. ნინა მომღერლობის გარდა დაკავებულია ტელეწამყვანობითაც, ის ტელეკომპანია “მარაო რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “გარდერობს” უძღვება. თავი მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა, როდესაც პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” დოდოშკას როლი ითამაშა.

მომღერალმა მამა განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა ხშირადაა მომენტები, როდესაც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მამა-შვილს ბევრ საკითხზე განსხვავებული დამოკიდებულება და შეხედულება აქვს. სულ ცოტა ხნის წინ გორის საკრებულომ ინიციატივა განიხილა, რომლითაც მოქალაქეთა ნაწილი სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვდა. მათ შორის იყო ნინა წკრიალაშვილის მამაც, რომელიც, როგორც ჩანს სტალინის დიდი ქომაგია. მომღერალი მომხდარმა ფაქტმა გააღიზიანა. “გაბრაზებული ვარ, მამაჩემს სტალინის ძეგლის დაბრუნება რომ უნდა გორის ცენტრში. მაგრად მიტყდება. ეს ხალხი სხვა პრობლემას თუ ვერ ხედავს გორში და საქართველოში, როგორც ახლა ცხოვრობენ, უკეთესის ღირსები არც ყოფილან. მე სხვა მოთხოვნები მაქვს ჩემი ქვეყნისგან და ცხოვრებისგან”-განაცხადა მომღერალმა.
ამა წლის გასაფხულზე სტალინის ძეგლის აღმართვის მოთხოვნით ქალაქის ცენტრში აქცია მოეწყო. როგორც ამბობდნენ, ეს ყველაფერი მომღერლის მამამ დააფინანსა. ეს ყველაფერი კი ნინამ უარყო: “მამაჩემს აღარ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ვინმე დააფინანსოს, ვერ გეტყვით, თუმცა გიჟდება სტალინზე.”

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები