მომღერალმა ნინა სუბლატმა გადაცემა „ყვითელში“ ყველასთვის მოულოდნელად აღიარა, რომ ოცნებობს, მამაკაცი იყოს, რომელიც როკბენდში იმღერებს.
„კაცად რომ დავბადებულიყავი, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მამრობითი სქესის წარმომადგენლები – ხასიათით, ჩვევებით, უნარებით და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი ბევრად მირჩევნია ქალებს. გამიხარდებოდა, კაცი და როკბენდის მომღერალი რომ ვყოფილიყავი. ეს არის ჩემი ძალიან დიდი და, სავარაუდოდ, მიუღწეველი ოცნება”, – ამბობს ნინა.