„X-ფაქტორში“ მოვლენები ძალიან „ბანძად“ განვითარდა. ამის შესახებ პროექტის მენტორმა ნინა სუბლატმა პირველი „ლაივ-კონცერტის“ შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „X-ფაქტორის“ გუშინდელი „ლაივ-კონცერტის“ შედეგად ორივე აუტსაიდერი ნინას გუნდის წევრი გახდა, პროექტი კი გჯუფმა Teen Girls-მა დატოვა.
„მაინც მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემს გოგოებს მხარი დაუჭირა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის! იმის მიუხედავად, რომ პროექტი დატოვა Teen Girls-მა, მაინც მიხარია, რომ მათ დღევანდელ „ლაივს“ ასე ღირსეულად გაართვეს თავი! და მათი დღევანდელი პროექტის დატოვება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, მუსიკოსისთვის, მენტორისთვის და ა.შ., ღირსეული იყო; არასწორი (იმიტომ რომ ბევრი შესრულება იყო არაღირსეული…..), მაგრამ მაინც…
ზოგისთვისთვის ეს პროექტი ყველაფერია და ამის შემდეგ მათ კარიერაში არაფერი მოხდება, ზოგისთვის კი (Teen Girls-სთვის, კონკრეტულად) მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი რაღაცის, რაც მომავალში ელით! ნინა ყიფშიძეს კი ვულოცავ დარჩენას! ყველა საუკეთესო პირველ დღეს აუტსაიდერია! და აუტსაიდერობა ხანდახან კარგიც არის! მადლობა ყველას“, – განაცხადა ნინა სუბლატმა.
სხვა სიახლეები