ნინა სუბლატი: ქვეყანაში იმდენი მაგარი ქალია და იმდენი არაკაცი, რომ ”ლესბიანკა” ნამდვილად გახდები ადამიანი
მომღერალი ნინა სუბლატი იმ ბოლოს მომხდარ სკანდალს ეხმაურება, რომელიც “ქართულ მარშს” მოჰყვა.
“ესეიგი ამ ვიგინდარების წარმოდგენა რაარის: მათი საცოდაობა პენისი გადაარჩენს სამყაროს! არა მხოლოდ ქალს ”მოიყვანს გონს, ნწ, უფრო მასშტაბური მისია აკისრია ამ გამონაზარდს. ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება ამათ თავში, რა არსებები არიან… ნუ ყველა წარმატებული და განათლებული ქალი რომ ”ლესბიანკაა” ეგ თავისთავად; ჩემი ვერსია ისაა, რომ ქვეყანაში იმდენი მაგარი ქალია და იმდენი არაკაცი, რომ ”ლესბიანკა” ნამდვილად გახდები ადამიანი, და საერთოდ ღმერთმა ნუ ქნას ისე, რომ ესენი მართლა დაკავდნენ სექსით თორე ბევრად მალე ვდეგრადირდებით. ისე, ეს თავიანთი აქოთებული რომ თავადვე გაიკეთონ, შეიძლება მართლა მოხდეს რამე ძვრა გონებაში. თან რომ წაუშლიათ ეს ნაბოდვარი.. ქართველ კაცს რომ ქალის ეშინია, ისე არავის არაფრის! მართლა! ჩემთვის თათიაა ქართველი, მეც ქართველი ვარ, კიდევ ბევრი ქალია ქართველი და ბევრიც კაცი- მაგრამ ესენი არიან ჯოჯოები და მარში კი არა, აზრის გამოხატვის უფლება ჩამოართვით სასწრაფო ტემპით!” – წერს მომღეარლი.