მომღერალი ნინა სუბლატი ქართველ ჟურნალისტებზეა გაბრაზებული. მძაფრი ემოციები მომღერალმა ვერ დამალა და ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართა.
„ჯურნალისტებო ჩვენი ქვეყნისა, როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უცოდინრობა? როდესაც რაღაც საკითხზე ინტერვიუს გაკეთება გინდათ, ნუთუ მცირედი ინფორმაცია მაინც არ უნდა მოიპოვოთ?! ინჩი-ბინჩი მაინც არ უნდა იცოდეთ? დორბლიანი დოყლაპიებივით რომ ისვრით ამ კითხვებს! როდის მოვა დრო, რომ პოსტზე მხოლოდ პროფესიონალები დაინიშნონ და არა გამოშტერებული, ზარმაცი და უთავმოყვარეო ტიპები! არ დავიზარებ და აუცილებლად დავპოსტავ ხოლმე ხიხო ჟურნალისტების მიერ დასმულ არაადეკვატურ კითხვებს, თან ლანძღვასაც დავურთავ სიამოვნებით“ – წერს მომღერალი.