ევროვიზიის” ჟიურის წინასწარი შეფასებებით, 8,85 ქულით ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაცია “ევროვიზიის” გერმანულენოვან საიტზე გამოქვეყნდა.
ფაქტს თავად ნინა სუბლატიც გამოეხმაურა. მან სიამაყით ამცნო საზოგადოებას მიღწეული წარმატების შესახებ და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კონკურსის მსვლელობისას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ნინა სუბლატი ამბობს, რომ წელს, ისე, როგორც არასდროს, შანსი გვაქვს, რომ კონკურსზე ქართველმა მომღერალმა წარმატებას მიაღწიოს.
“მოკლედ, დღეს აერდემ, რომელიც რიგით მეორე ბროდქასთერია მსოფლიო მასშტაბით, გააკეთა გადაცემა, რომელშიც კომპეტენტურმა ჟიურიმ განიხილა ევროვიზიაში ჩართული ყველა, ანუ 40 მონაწილე. მათ ისინი შეაფასეს როგორც თავიანთი ქულებით, ასევე ინტერნეტ რეიტინგით. 40 მონაწილე დაყოფილ იქნა ჯგუფებად – სემი ფინალების მიხედვით. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ პირველ სემიში ვართ. ჰოდა 8,85 ქულით პირველი ადგილი გვიბოძეს. ძალიან მაგარი შეფასება მოგვცა ჟიურიმ, როგორც ქვეყანას, და კონკრეტულად მე, როგორც არტისტსა და მუსიკოსს. მოკლედ, ქება-დიდება იყო.
საკმაოდ კარგი ამბავია, ძალიან პრესტიჟული. ძირითადად ზუსტ პროგნოზებს აკეთებენ ხოლმე (შაქარი მაგათ პირს). წინაზე საქართველო ბოლო ადგილზე ჰყავდათ და ეგრეც მოხდა რეალობაში… მოკლედ, საინტერესო შანსები გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა მხარს, დამიჭერთ. მხოლოდ ჩემი შრომა მთლად საკმარისიც არ არის, ბევრი, ბეეევრი ესემესი გვჭირდება კონკურსზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ ამ ვოუთებში.
ამ ბოლო დროს რატომღაც სულ ფეხებზე გკიდიათ და მეხუთე ადგილს ვერ ავცდით!!!!! იმედია გესმით, რომ ევროვიზია მაინც და მაინც მუსიკალური კონკურსი არ არის და მთელი ქვეყნის ამბავია. ამიტომ, იყავით პატრიოტები! თუ უცხოეთში მყოფ თქვენს მეგობარს, ნათესავსა თუ ნაცნობ ქართველებს დაუკავშირდებით, ეტყვით, რომ კონკურსი ქვეყნისთვის ამ მომენტში უმთავრესია და სთხოვთ, რომ რამდენიმე ესემესი გამოიმეტონ 19 მაისს და თუ ფინალში გადავედით 23 მაისსაც (23shi გაძლიერებული გაძებით დაგვჭირდება), თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყნის საქმე გააკეთეთ!
სხვა არ ვიცი, მაგრამ ამწელს მართლა ძალიან დიდი შანსი გვაქვს კარგი რაღაცების, მაგრამ მე მარტო მაგას ვერ შევძლებ. ქართველები იმდენნი ვართ მსოფლიოში, რომ ამ ერთი ევროვიზიის გადატარება კარგად შეგვიძლია, ამიტომ მეტი მონდომება, მეგობრებო. ნუ მიიღებთ ამ ყველაფერს ნინა სუბლატის საქმედ, რადგან ეს რეალურად ჩვენი, მთელი საქართველოს საქმეა; ეს უფრო წარმატებულს გაგვხდის და უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს! ამიტომ, დიდი იმედი მაქვს ახლა, 2015 წელს მაინც ყველა ერთად დავდგებით და ყველაფერს, ანუ შეუძლებელს შევძლებთ!!!”, – დაწერა მომღერალმა Facebook-ზე.