ნინა სუბლატის ”ევროვიზიის” საკონკურსო სიმღერაზე Warrior ვიდეორგოლის გადაღებები უკვე დაიწყო და სიმღერის პრემიერას რამდენიმე დღეში ვიხილავთ.
მომღერლის და ასევე, კლიპის ხუთი მონაწილის კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძემ იმუშავა. დიზაინერს არაერთ ცნობილ პროექტზე უმუშავია, მათ შორის: “ცეკვავენ ვარსკვლავები” და “ორი ვარსკვლავი”.
კლიპში მიწვეულები არიან რამდენიმე მოდელი – ნინა ფოცხიშვილი, მარიამ სანოგო, ქეთა გავაშელი, ლინა წიკლაური და დეა აფციაური. მაყურებელი ვიდეორგოლში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებსაც იხილავს, რომლებიც ”სამაიას” შეასრულებენ.
სიმღერაში, რომელიც ქალების გენდერულ ბალანსის დაცვას ეძღვნება თავად ნინა სუბლატის იმიჯი შთამბეჭდავია. ყოველთვის ეპატაჟურ მომღერალს ამჯერადაც სკანდალური იმიჯი აქვს. ნინას ისეთი კაბა აცვია, რომ ჩნდება ეჭვი, რომ მომღერალს ტრუსები არ აცვია, სავარაუდოდ მომღერალი იმავე იმიჯით წარსდგება ”ევროვიზიაზე”.
ბოლო დროს ქართულ ტელევიზიაში მსგავსი მოვლენები გახშირდა. შეგახსენებთ, რომ ”ბრავოს” ერთ ერთ ტურში თინა მახარაძეს ისეთი კაბა ეცვა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ტრუსები არ ეცვა. წამყვანის ჩაცმულობამ დიდი სკანდალი გამოიწვია და მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა.