ნინა სუბლატის და გიორგი შამანაურის პირველი ერთობლივი ნამუშევარი – ალბომი Phonothek – Lost in Fog 17 მაისს გამოვა.
სუბლატის ინფორმაციით, წყვილმა Cryo Chamber-თან გააფორმა შეთანხმება და ალბომი სწორედ ამ შვედურ-ამერიკულ დარქ ემბიენტ ლეიბლზე გამოვა.
Cryo Chamber-ი „ამ ჟანრში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და ზუსტად ამ ლეიბლზე გამოდის გიორგი შამანაურის და ჩემი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ალბომი Phonothek – Lost in Fog. ალბომი გამოდის 17 მაისს და გაყიდვაში იქნება მთელ ევროპა-ამერიკაში! კიდევ კარგი, ამბავი ის არის, რომ ამ ჯერ არგამოსულ ალბომს დადებითზე დადებითი კრიტიკა მოჰყვა, იწერება რევიუები ძალიან მაგარ მუსიკალურ ჟურნალებში. ალბომის გამოსვლამდე შეგიძლიათ მოისმინოთ პირველი ტრეკი. კარგი იქნება, თუ თქვენც მოიწონებთ და დააფასებთ ჩვენს პირველ ნამუშევარს, გააზიარებთ, დააკომენტებთ, შეაფასებთ და შეიყვარებთ! აი ისიც!“, – წერს ნინა სუბლატი და ტრეკს გვთავაზობს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]