ნინა წკრიალაშვილი PTN.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს. ახალი რუბრიკა, რომელიც ქართველ სელებრითებს განსხვავებული რაკურსით გაგაცნობთ.
– ინსტაგრამს ვანიჭებ უპირატესობას.
რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით ?
– ხშირად ვფიქრობ ამ კითხვაზე. ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ „გრეის ანატომიით.“ ვწუხვარ, რომ ქირურგი არ ვარ. აქამდე მინდოდა არქიტექტორობა, ინტერიერის დიზაინი.
რა არ მოგწონთ თქვენს თავში?
– გარეგნობაში ბევრი რამ არ მომწონს. ძირითადი თვისებებიდან არ მომწონს, რომ ზარმაცი ვარ და ყველაფრის გადადება მიყვარს.
რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თავს?
– პერიოდულად სხვადასხვა პერსონაჟს ვამსგავსებ თავს, მაგრამ უფრო „სექსი დიდი ქალაქიდან“ ქერი ბრედშოუ და სამანტა ჯონსს შორის ვარ.
რომელი თქვენთვის საუკეთესო კომპლიმენტი?
-„უი როგორ გამხდარხარ“, ეს არის ჩემთვის საუკეთესო კომპლიმენტი. პატარა ასაკში წონის პრობლემა მქონდა და ალბათ ბავშვობის კომპლექსია.
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი ?
– ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი, თუ საქართველოში დავიბადებოდი. აქ არსებობ უბრალოდ, არ ცხოვრობ. მე არ შემიძლია არსებობა ალბათ ამიტომ ვარ ზარმაცი. დაბადებით კი ამერიკაში დავიბადებოდი.
როგორ რეაგირებთ მედიაში გავრცელებულ ჭორებზე?
– საერთოდ არ ვკითხულობ ჭორებს. ადრე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა გამოვიმუშავე იმუნიტეტი. საერთოდ არ მაინტერესებს რას წერენ, იმიტომ, რომ ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემი პირადი ცხოვრება. ძირითადად ისეთი ჭორები ვრცელდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ღმერთის წყალობით რაც მართლა ხდება ის არ ვრცელდება. ბოლო ორი წელია 3 ჯერ მომკლეს და ამას ვეღარ ვიგებ რატომ ?
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
– არაფრის არ მეშინია, გარდა სტიქიისა. ვერ ვიგებ, რატომ ეშინიათ ან ძაღლის ან ხვლიკის გიკბენს და წავა. არაფრის და არავის არ მეშინია.
სიმღერა, რომელსაც უსმენთ ყველაზე ხშირად?
– 3-4 თვეა როდესაც მინდა, რომ ვიფიქრო რამეზე ვუსმენ „ვუდკიდის“ – „i love you.“ ზოგადად არ ვგიჟდები როკ ჯგუფებზე, მაგრამ ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსია აქვთ და ძალიან მომწონს. ესეთი მაგარი ნამუშევარი ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია.
რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
-თავისუფალ დროს ვწევარ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ სახლში, სამსახურში. თუ მაქვს თავისუფალი დრო ვწევარ ყველგან. ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავს შევუქმნა მაქსიმალური კომფორტი. ჩემი ორგანიზმი ამ ყველაფრით კმაყოფილია.
რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ან ქვეყანა?
– თვითმფრინავში ვგრძნობ ყველაზე კარგად თავს. იმიტომ, რომ ვიცი სულ რაღაც 4 სააათში ვიქნები ჩემს საყვარელ ევროპაში. აქედან, რომ მივდივარ ყველაფერი მავიწყდება. იქ, რომ ჩავდივარ ბედნიერი ვარ, ფეხით დავდივარ ბევრს. ხოლო იქიდან, რომ მოვდივარ წნევა მაქვს და ცუდად ვარ. კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც არ ვარ საქართველოში.
რომელია თქვენთვის ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცი?
-სიმართლე გითრათ არ მიფიქრია. ვისთვის რა არის სექსუალურობა. ზოგი სექსუალურობად გარეგნობას აღიქვამს, ზოგი ხასიათს. ჩემთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ადრე იყო „მარლონ ბრანდო“ და ეხლა არის“ ხავიერ ბარდემი“. ვგიჟდები ამ კაცზე, სადმე, რომ შემხვდეს საკუთარ თავზე პასუხს ვერ ვაგებ. ურთიერთობას, რომ ვიწყებ და გრძნობებში გადამდის, მერე ის არის ჩემთვის მეგობარიც, სექსუალური მამაკაციც და შეყვარებულიც.
როგორ მზადდება მაწვნის სუპი?
-იმის გამო, რომ ჩემს სახლში არ უყვართ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, წყალში უნდა გაზავდეს, მერე მაწონი, ცოტა ბრინჯი, მწვანილები, ხახვი, ზოგი ფქვილსაც უკეთებს. მოვაბამდი თავს. რამე თუ დამჭირდა ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაწვნის სუპი სახლში არ გვიყვარს.
ჩემი საყვარელი კერძი არის მჭადი და ყველი, ასევე ყიყლიყო. იყო დრო, როდესაც ყველაფერს ძალიან მონდომებით ვაკეთებდი, თუმცა ბავშვმა გამიქრო ყველაფრის კეთების სურვილი, ამიტომ რაც უყვარს იმას ვაკეთებ. სახლში ვამზადებ უფრო მარტივ კერძებს, როგორიცაა : სპაგეტი, სუპი.
რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
– ძირითადად ვკითხულობ ფრანგულ წიგნებს იმიტომ, რომ ენა არ დამავიწყდეს. პატარ-პატარა ნოველებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის იმის პრაქტიკა ხშირად ეკონტაქტო ფრანგებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მიწევს სიარული, ბევრად კომფორტულია ჩემთვის, რომ უცხოური წიგნები ვიკითხო. განწყობა უნდა გქონდეს. ახლა, ამ ეტაპზე არ შემიძლია.
მე ძალიან მიყვარს მარკესი, რადგან ჩემს ხასიათთან ახლოსაა. მარკესი, რომ გარდაიცვალა ისე ვინერვიულე მეგონა, რომ ნათესავი გარდამეცვალა. გენიალური მწერალია. ვარ ფრანგული ენისა და ლიტერატური სპეციალუსტი, ამიტომ მინდოდა თუ არ მინდოდა მავალებდნენ, რომ რამდენიმე წიგნი წამეკითხა.
წყარო: http://primetimenews.ge