„ნიკო ფიროსმანის მილიონი ვარდის ისტორია მონაგონია, ისეთი რამ გააკეთა“- მარიამ კუბლაშვილი მისი სიყვარულის შესახებ
პოპულარული მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაქორწინდნენ. 33 წლის მსახიობისა და 29 წლის იურისტის რომანზე ბოლო თვეებში ბევრს ჭორაობდნენ, თუმცა ორივე მათგანი ამბობდა, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. მარიამისთვის ეს მეორე ქორწინებაა, 18 წლის ასაკში გათხოვდა, 2 თვის შვილი ჰყავდა, როდესაც ქმარს გაშორდა. მას შემდეგ გადაწყვიტა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ძლიერი ქალია. შექმნა საკუთარი საადვოკატო კომპანია, გახდა ტელეპროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებული და ხელმძღვანებლობს ერთ-ერთ სილამაზის ცენტრს თბილისში.კუბლაშვილი „სარკესთან“ თავისი სიყვარულისა და ახალი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
„ჩვენი გაცნობა და ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო. წვეულებაზე ერთად მოვხვდით. გაცნობისთანავე მივხვდით, რომ სიმპათია ორმხრივი იყო. ლევანი ჩემ ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა, როდესაც საერთოდ ხელი მქონდა ჩაქნეული და ვფიქრობდი, რომ ვეღარ შევხვდებოდი ისეთ მამაკაცს, რომელიც ჩემს ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. ყველა მეუბნებოდა, რომ პრინცზე ვოცნებობდი და აღმოჩნდა, რომ პრინცები არსებობენ და მეც შევხვდი. ლევანი არის ტრადიციული, ნიჭიერი, ვაჟკაცური, ცოტა გიჟი, მხიარული, მოკლედ იდეალური მამაკაცია.
ლევანი არის ნამდვილი მამაკაცი, რომელმაც იცის საკუთარი სიტყვის ფასი. არ არსებობს, რომ მას რაიმე შეეშალოს ურთიერთობაში, ლაპარაკში, მანერებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რო მატყუარა არ არის, ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე მივაქციე ყურადღება, მატყუარა იყო თუ არა.
იურისტის თქმით, მათ ნიშნობა ჰქონდათ და ქორწილსაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამბობს, რომ საქმიანი იურისტისა და ბოჰემური ტიპაჟის მამაკაცის თანაცხოვრება ძალიან საინტერესოა.
რა სიურპრიზებს უწყობთ ერთმანეთს?
ლევანი უფრო მანებივრებს, ვიდრე მე. ყოველდღე შეუძლია რაღაცით გაგაკვირვოს. არ ყოფილა რაიმე ნივთი, რომელიც მინდოდა და ლევანმა არ მაჩუქა. ნიკო ფიროსმანის მილიონი ვარდის ისტორია მონაგონია, ისეთი რამ გააკეთა. ერთხელ ჩემი ოფისი მთლიანად ყვავილებით გაავსო -იატაკზე, კედლებზე, მაგიდებზე სულ ყვავილები იყო. ყოფილა ფეირვერკები და ათასგვარი სიურპრიზი.
ლევანი სასურველი სასიძო იყო, ქალებში პოპულარული მამაკაცი. გისაუბრიათ მის წარსულზე, სასიყვარულო თავგადასავალებზე, ან იმაზე, აქამდე რატომ არ უნდოდა ოჯახის შექმნა?
კი, ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ. როდესაც ლევანმა პირველად მითხრა სიტყვა „მიყვარხარ“ ისიც აღნიშნა, რომ ეს სიტყვა მხოლოდ ბავშვობაში ჰქონდა ნათქვამი და ისიც სხვა გრძნობით. მითხრა, ახლა ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული, თუ ვის უნდა ვუთხრა ეს სიტყვებიო. ლევანს ჩემი ცოლად მოყვანის გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია. ლევანი ხშირად მიმეორებს, რომ ქალის იდეალი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, ჩემში იპოვა. ამბობს, ყველა ჩემი ურთიერთობა არასერიოზული იყოვო, დაქორწინებას ამიტომაც არ ჩქარობდა.