რუსეთში მოღვაწე ქართველ ბალერონს, მოცეკვავეს ნიკოლოზ ცისკარიძეს, უკანონო შვილი გამოუჩნდა. ყოველ შემთხვევაში ამას სოციალურ ქსელში 19 წლის აზერბაიჯანელი თემურ ზაურ ოღლი აკლეროვი ამტკიცებს, რომელიც მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია.
მოზარდმა სოციალურ ქსელში ფოტოკოლაჟების განთავსება დაიწყო, სადაც ის და ცისკარიძე არიან გამოსახული. ასევე აკლეროვი ფოტოებზე მინაწერს აკეთებდა:
„ვერ ხედავთ, რომ ეს მამაჩემია? ბრმები ხართ? ბოლომდე ვიბრძოლებ – ის მამაჩემია. ზოგჯერ სიცოცხლეს მინდა გამოვესალმო – მალე ასეც მოხდება. შესაძლოა მან ყველაფერი იცის და მალავს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მიყვარხარ მამა. მამა რატომ მიმატოვე? ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მამაჩემი ხარ. არავის არ სჯერა ჩემი, ამბობენ, რომ პიარით ვარ დაკავებული“,- წერს აკლეროვი.
გამოცემა დნი.რუ წერს, რომ მოზარდის მტკიცებით დედამისი 20 წლის ასაკში ცისკარიძესთან მუშაობდა – ქალი მსახიობის სასცენო კოსტიუმებს აუთოვებდა და თითქოს მასსა და ცისკარიძეს შორის ვნება გაჩნდა, რომლის შედეგადაც თემური მოევლინა. ნიკოლოზ ცისკარიძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.