ნიკოლოზ სააკაშვილი დედაზე გავრცელებულ ჭორს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სოცქსელში ეხმაურება – რას ამბობს ექს პრეზიდენტის ვაჟი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ  სანდრა რულოვსმა თვითმკვლელობა სცადა, ათვითმკვლელობის მიზეზად კი მიხეილ სააკაშვილისა და  ლიზა იასკოს  ქორწინებას წერდნენ.
რასაც ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ვაჟი 15 წლის ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში მესმის რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია.
ამ პოსტს ვწერ რო მივმართო ხალხს და ჭორებს:
ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 1 5 წ ე ლ ი ა ვცხოვრობ სანდრასთან ერთად.
უმჯობესია რომ კრიტიკული იყოთ და არ აყვეთ ფეისბუქ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და ” ჭორიკანა” გვერდებს. ვისწავლოთ, რომ კრიტიკული ვიყოთ ყველა გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ, და დავსვათ შემდეგი კითხვები:
-საიდან იციან?
-სანდო წყარო აქვთ?
-რა მესიჯის გადმოცემას ცდილობენ? ვის ინტერესში შედის ეს?
-ზოგადად რა ნარატივი აქვთ?
დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რათქმაუნდა სრულიად სისულელეა. მე შემიძლია ვთქვა რადგან დედაჩემთან ერთად ვარ სულ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ მესმის რომ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.
მოკლედ, რას ვამბობ:
არაფერი არ იცით, ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს და უბრალოდ შეუძლებელია რომ პრესამ ან ნებისმიერ ფეიზბუკ პიროვნებამ ან თუნდაც სუსმა  იცოდეს რა ხდება ჩვენ პირად ცხოვრებაში. ნებისმიერი ჭორის წყარო არის უბრალოდ ფანტაზია.
იყავით კრიტიკული
იყავით ძლიერი
გაუფრთხილდით თავს
და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას”. – წერს ნიკოლოზი.

კომენტარები

სხვა სიახლეები