ნიკოლოზ რაჭველი: უსაზღვროდ განვიცდი, რომ ჩვენი მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა

კომპოზიტორი და პიანისტი, ნიკოლოზ რაჭველი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ასევე, დღეს გამართულ კონცერტთან დაკავშირებით წერს.

“ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, დაჩოქილი გევედრები, უშველე ჩვენს უკრაინას

და აქვე, მაინც დავწერ, უსაზღვროდ განვიცდი, რომ ჩვენი მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა… შეიძლება არ იყო ამის დრო მაშინ როდესაც ტრაგედიამ ყველაზე მძაფრ ეტაპს მიაღწია… ვინც თვლის რომ შეგვეშალა უმორჩილესად გთხოვთ გვაპატიოთ, ვინც თვლით რომ ჩვენი გულწრფელი მუზიცირება შესაბამისობაში მოდის თანადგომის გამოხატვასთან მადლობას გიხდით, რომ ჩვენს თანაგანცდას პატივი ეცით… მთავარია ახლა უკრაინამ გაძლოს და მთელმა პლანეტამ დაამარცხოს ეს სატანა ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი!!!!!!!!!

ამაღამ, ალბათ, ძალიან ბევრი გავათენებთ და ყველას გისურვებთ, შვებით და ოპტიმიზმით ამოვისუნთქოთ გათენებისას”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

სხვა სიახლეები