ნიკოლოზ რაჭველი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

ნიკოლოზ რაჭველმა  პირად ცხოვრებასა და გრძნობებზე დათო გორგილაძის გადაცემაში   “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, ისაუბრა:

“სანამ წონაში დავიკლებდი, იმ პერიოდში სიმსუქნის კომპლექსი მქონდა და პირად ცხოვრებაზე არ ვფიქრობდი. მოგვიანებით, როდესაც გავხდი, მერე დავიწყე ამაზე ფიქრი. შეყვარებული ვიყავი ცალმხრივად რამდენჯერმე, თუმცა არასდროს გამომიცდია ორმხრივი სიყვარული”, – ამბობს ნიკოლოს რაჭველი.

მისივე თქმით, სერიოზული ურთიერთობის გაუცნობიერებელი შიში აქვს და თუ ორმხრივი სიყვარული ეწვევა, მაშინ ამ შიშშსაც დაძლევს.

“მაშინ მომინდება მასთან ერთად დაძინება და გაღვიძება, ოჯახის შექმნა. იმის გამო, რომ ორი ადამიანისგან ერთი მთლიანობა არ შეიკრა, სექსი ჩემს ცხოვრებაში რჩება, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ ცხოვრების, მაგრამ არა მთავარი. ვინ არ ფიქრობს, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, როცა მარტოა, შთამომავლობაზე? მაგრამ რა მოხდება, არ ვიცი”, – აღნიშნავს რაჭველი დათო გორგილაძის გადაცემაში “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები