„ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაციაა“

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობის შესახებ წერს. როგორც დირიჟორი სოციალურ ქსელში აცხადებს, მალე აღნიშნული სიმფონიით მას საშუალება ექნება, სიმფონიური მუსიკის მოყვარული საზოგადოება გაახაროს, თუმცა მუსიკოსითვის ამ დრომდე უცნობია, სად შეასრულებს ორკესტრი სიმფონიას.
ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის სტატუსის მეშვეობით სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორთან, ვახტანგ კახიძესთან დაპირისპირების შესახებ წერს.
„დღეს დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა!ere
სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!
მაგრამ ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც სჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა! ამ სიტყვების ავტორი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე გახლავთ)…
თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ, ან უკანდაუხევლად ვიბრძოლებთ, საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება, რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები