ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაცემა მის წინააღმდეგ იყო შეკვეთილი.

“მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს”, – წერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გადაცემით, პირველ რიგში, მისი შვილის უფლებები შეილახა.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელურად მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს ბასილაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “ტვ პირველმა” ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები