ნიკა ლეკაიძე – „ავიცერი, რომ თავი დავიცვა და ვირუსის გავრცელების წყარო არ ვიყო“

17 წლის ქართველი „სთრონგმენი” და ჩემპიონი ნიკა ლეკაიძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად ყველამ უნდა გავიკეთოთ.
„სრულად ვაქცინირებული ვარ. სანამ აცრას გავიკეთებდი, პროფესიული თვალსაზრისით უცხოეთში შეჯიბრებებზე გამოსვლის გამო საკმაოდ დიდი დაბრკოლებები მექმნებოდა . ჩემი ვაქცინირების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, თუმცა პირველ რიგში იმიტომ გავიკეთე, რომ დაცული ვყოფილიყავი და ვირუსის გავრცელების წყარო ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის მე არ აღმოვჩენილიყავი.
რა თქმა უნდა, სიახლესთან შეგუება ყველას მარტივად არ შეუძლია, მესმის იმ ადამიანების, ვინც თავს იკავებს, თუმცა ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა საკუთარ თავს ენდოს. მთლად სკეპტიკურად განწყობილნი ნუ ვიქნებით – ამდენმა ადამიანმა გაიკეთა აცრა და ყველა კარგადაა, ჩემს გარემოცვაშიც ვინც აცრილი იყო და დაინფიცირდა – ძალიან მარტივად გადაიტანა ვირუსი. ამიტომ ვფიქრობ, უნდა ავიცრათ და თავი დავიცვათ“, – განაცხადა ნიკა ლეკაიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები