ნიკა გვარამია სანქციებზე: ჩავუფსი ბორჯომში, ღვინოსა და ნაბეღლავშიც, გადაე*ვით და უკრაინაში გაყიდეთ (ვიდეო)

ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დირექტორი, ნიკა გვარამია გადაცემა “კვირის აქცენტებში” რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ ვიღაცებმა რუსულ ბაზარზე თავიანთი პროდუქცია გაყიდონ, არ უნდა ვთქვათ, რომ პუტინი კარგია.

“გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. ამ ყველაფრის გამკეთებელი პუტინი კარგიაო, უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში ? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია… დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, რას შეგვ**ით მთელს ერს, ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს, გადაე*ვით უკრაინაში და იქ გაყიდეთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები