ნიკა გვარამია გიგი დედალამაზიშვილის დას პასუხობს- რა პირობით წაიღებს გვარამია თავის სიტყვებს უკან

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიგი დედალამაზიშვილის დას პასუხობს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ მგზავრები, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, მგზავრების ჩათვლით.
მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვათამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას – მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეცით ყველა გამოყლევებულს. ps სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით“,-წერს გვარამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები